ახალი ამბები

კახა ოქრიაშვილი: არსებობს მოლოდინი, რომ ლარი 2.65 ნიშნულზე ჩამოვა

17 ნოემბერი, 2017 • 2577
კახა ოქრიაშვილი: არსებობს მოლოდინი, რომ ლარი 2.65 ნიშნულზე ჩამოვა

უმრავლესობის წევრის კახა ოქრიაშვილის თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ ლარი გამყარდება. ეს განცხადება ოქრიაშვილმა უმრავლესობის წევრების შეხვედრის შემდეგ გააკეთა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი.

“არსებობს მოლოდინი, რომ ლარი გამყარდება და 2.7 -ის ქვემოთ ჩამოვა, 2.65-ზე, ასეთი მოლოდინი არსებობს. ლარის გაუფასურების იგივე მიზეზებია, რაც არსებობს მეზობელ ქვეყნებში და მთავარ სავაჭრო პარტნიორებში. არის დევალვაცია, 11%-ით გაუარესდა ლირის კურსი თურქეთში, აგრეთვე რუბლი ვარდება, თავად დოლარი ვარდება ევროსთან მიმართებაში”,- განაცხადა ოქრიაშვილმა.

დღეს, 17 ნოემბერს ეროვნული ვალუტა დოლართან და ევროს მიმართ გაუფასურდა. ხვალ, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.72 ლარი იქნება. ერთი ევროს ოფიციალურმა ღირებულებამ 3.21 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.70 ლარი იყო. შესაბამისად ლარი დოლართან  2 თეთრით, ევროსთან კი 3 თეთრით გაუფასურდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი