ახალი ამბები

თუ მისი უწმინდესობის კრიტიკა შეიძლება, რატომ არ შეიძლება სხვა თანამდებობის პირის კრიტიკა – ქუცნაშვილი

17 ნოემბერი, 2017 • 3097
თუ მისი უწმინდესობის კრიტიკა შეიძლება, რატომ არ შეიძლება სხვა თანამდებობის პირის კრიტიკა – ქუცნაშვილი

“თუ მისი უწმინდესობის კრიტიკა შეიძლება, რატომ არ შეიძლება ნებისმიერი სხვა თანამდებობის პირის კრიტიკა?! მე არ მესმის”, – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა 17 ნოემბერს  გააკეთა სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის თაობაზე თეა წულუკიანის განცხადების კომენტირებისას.

“მე გამოხატვის თავისუფლების მომხრე ვარ, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველას აქვს კრიტიკული აზრის უფლება, თეა წულუკიანსაც და ნებისმიერ მოქალაქესაც. თუ არ შეიცავს უხამს განცხადებებს, ჯდება გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში. უნდა ვისწავლოთ განვასხვავოთ უხამსი თავისუფლებისაგნ. უხამსი განცხადება სხვაა, გამოხატვის თავისუფლება – სხვაა. ტაბუირებული თანამდებობის პირი და ტაბუირებული თემა არ უნდა არსებობდეს”, – თქვა ქუცნაშვილმა.

იუსტიციის მინისტრმა თე წულუკიანმა  16 ნოემბერს “ყველაზე უსამართლო სახალხო დამცველი” უწოდა უჩანანუაშვილს, მას შემდეგ რაც ნანუაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების საქმეზე სასამართლო პროცესის შეფასება წარადგინა, სადაც გააკრიტიკა სასამართლო და პროკურატურა.

პარლამენტარმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შოთა შალელაშვილმა კი 17 ნოემბერს განაცხადა, რომ წულუკიანის შეფასება უპასუხისმგებლობაა.

ომბუდსმენის ანგარიშის საპასუხოდ განცხადებები გაავრცელეს პროკურორმა და სასამართლომაც. 

დღესვე არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეშფოთება გამოთქვეს ომბუდსმენთან დაკავშირებით ხელისუფლების სხდასხვა შტოს წარმომადგენლების განცხადებების გამო.

ამავე თემაზე:

ვერძეული: სასამართლო ომბუდსმენის დისკრედიტაციის პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობს

ბერაია: სასამართლო ომბუდსმენის წინააღმდეგ პოლიტიკურ სპეკულაციებში მონაწილეობს

მასალების გადაბეჭდვის წესი