ახალი ამბები

კალაძე: თუ [ჭონქაძეს] არ მოსწონს გარკვეული ორიენტაციის მქონე ადამიანები, მისი ნებაა

17 ნოემბერი, 2017 • 2325
კალაძე: თუ [ჭონქაძეს] არ მოსწონს გარკვეული ორიენტაციის მქონე ადამიანები, მისი ნებაა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსის მიმართ ოპოზიციის ბრალდებები უსაფუძვლოა.

“გაუგებარია ოპოზიციის ბრალდებები ნუგზართან დაკავშირებით. ის არის უპატიოსნესი ადამიანი, რაც მთავარია სუფთა წარსულით, არანაირი დანაშაული არ აქვს ჩადენილი, არის პროფესიონალი. თუ ამ ადამიანს არ მოსწონს გარკვეული ორიენტაციის მქონე ადამიანები, ეს მისი ნებაა. დღეს საქართველოში ყველას აქვს უფლება გამოთქვას თავისი მოსაზრება”,- განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

უსაფრთოხების საქალაქო სამსახურის ახალი უფროსი, ნიკოლოზ (ნუგზარ) ჭონქაძე ფლობდა “ფეისბუქის” ანგარიშს სულიკო კედელაშვილის სახელით. ანგარიში ახლა გაუქმებულია, თუმცა თავად ჭონქაძემაც დაადაადასტურა, რომ იგი 2010 წელს დარეგისტრირდა აღნიშნული სახელით. ოპოზიცია აცხადებს, რომ ამ ანგარიშზე არაერთი შეურაცხმყოფელი განცხადება ვრცელდებოდა, მათ შორის ჰომოფობიური და ქსენოფობიური განცხადებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი