ახალი ამბები

კოსტავაზე 43 მანქანაზე გათვლილი პარკინგი ტროტუარის ხარჯზე

17 ნოემბერი, 2017 • 5305
კოსტავაზე 43 მანქანაზე გათვლილი პარკინგი ტროტუარის ხარჯზე

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მაკდონალდს შორის  საპარკინგე სივრცე ე.წ. ჯიბე კეთდება ტროტუარის ხარჯზე. ამის ამსახველ ფოტოს ფეისბუკის მომხარებელი ავრცელებს. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში, ამბობენ, რომ მუნიციპალური პარკინგი მინიმუმ 43 მანქანაზეა გათვლილი.

უწყებაში ამბობენ, რომ აქ ტროტუარზე მანქანები ისედაც ჩერდებოდნენ  და ახლა მანქანებისთვის სივრცის გამოყოფით ფეხით მოსიარულეებსაც შეექმნებათ კომფორტი, რადგან ტროტუარზე უსაფრთხოდ ივლიან.

“ტროუტუარებზე ჩვენ  პარკირების გაუქმება დავიწყეთ და ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს.  მანქანის ადგილი ტრორუტარზე არ არის.,ქვეითისთვის არის ტროტუარი. იმისთვის, რომ ქვეითს ჰქონდეს უსაფრთხო და თავისუფალი გადაადგილების  საშუალება, ამიტომ გაკეთდა [საპარკინგე სივრცე] ამავდრულად  ვიცით, რომ პარკინგის  მოთხოვნაა ქალაქში.  თუ არის საშუალება, რომ სადმე გავაკეთოთ ისე, რომ არა შევზღუდავთ ქვეითის ზონას, გამწვანება…”, – აცხადებენ საქალაქო სამსახურში, სადაც ვკითეთ, რომ ტროტუარის სივრცის შემცირება და იქ პარკინგის გაკეთება, ხომ სწორედ ქვეითის სივრცის შემცირებაა?

“ტროტუარის მაგ ნაწილში  პარკირება იყო, ისედაც იდგა მანქანები. თან ეს ტროტუარის ის ზონაა, სადაც ქვეითი არ მოძრაობს, ხეებს შორისაა, სადაც ქვეითი არ მოძრაობს. ამ ნაწილიის პარკინგისთვის დაკავებით ქვეითი არ იზღუდება, პირიქით მისი კომფორტი იზრდება, რადგან არ შეეშინდება გადაადგილების”, – აცხადებენ საქალაქო სამსახურში და დასძენენ, რომ ისინი საპარკინგე სივრცეში არსებულ ხეებს არ მოჭრიან და მათ სპეციალური ბორდიურით გამოყოფენ.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებას ფეისბუკზე აპროტესტებს მომხმარებლების ნაწილი:

“ადრე ტროტუარზე ჩერდებოდნენ და ეხლა ტროტუარს ჩამოაჭერით ნაწილი, იქ გააკეთეთ პარკინგი და ამით გადაიჭრა პრობლემა?”, – წერს ერთ-ერთი მოქალაქე.

“თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური საპარკინგე ადგილი ქვეითთა გადაადგილების ზონას არ შეხებია. ფოტოებს თუ დააკვირდებით ეს ნათლად ჩანს. პრობლემა იყო ავტომობილების პირდაპირ ტროტუარზე პარკირება, რა დროსაც იზღუდებოდა ქვეითთა მოძრაობის არეალი და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ექმნებოდა…”, – პაუსხობს მერიის საქალაქო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.

“იმ ადგილზე სადაც თქვენ პარკინგს აკეთებთ ახლა, იქამდე იყო ტროტუარი, რომელიც სითი პარკმა დახაზა და აქცია პარკინგად. ახლა მერია ამ ტროტუარს საბოლოოდ ანახევრებს და პარკინგს აკეთებს და ამბობთ რომ ამით მოგვარდა პრობლემა. აბსურდია”, – წერს მოქალაქე.

“ამ შემთხვევაში ტროტუარი არ შემცირებულა. გამოყენებულია ხეებს შორის არსებული ფართი”, – აცხადებს საქალაქო სამსახური.

მასალების გადაბეჭდვის წესი