ახალი ამბები

გიორგაძე: წულუკიანი გულახდილია და არ ცდილობს ზედმეტი პოლიტკორექტულობის დაცვას

17 ნოემბერი, 2017 • 2059
გიორგაძე: წულუკიანი გულახდილია და არ ცდილობს ზედმეტი პოლიტკორექტულობის დაცვას

საქართველოს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე გამოეხმაურა თეა წულუკიანის კრიტიკას სახალხო დამცველის მიმართ და განაცხადა, რომ იგი ყოველთვის ზუსტად აფასებს მოვლენებს და არ ცდილობს ზედმეტი პოლიტკორექტულობის დაცვას.

კულტურის მინისტრმა განაცხადა, რომ უმრავლესობის წევრის, პარლამენტარ შოთა შალელაშვილის განცხადება, სადაც გააკრიტიკა თეა წულუკიანი, მიუღებელია გუნდურობის პრონციპებიდან გამომდინარე.

“პარლამენტის წევრის განცხადება იყო სრულიად მიუღებელი. ქალბატონი თეა არის ის ადამიანი, რომელიც ძალიან სამართლიანად აფასებს ამა თუ იმ ადამიანს, თუ მოვლენას. ეს მისი ხასიათის დადებითი მხარეა, როდესაც ის გულახდილად საუბრობს ამა თუ იმ საკითხზე და არ ცდილობს ზედმეტი პოლიტკორექტულობის დაცვას, რომელიც შეიძლება დამაზიანებელი იყოს იმ მომენტისთვის, შინაარსისთვის. ასეთი განცხადება უმრავლესობის წევრისგან სრულიად გაუგებარია, როდესაც ჩვენ ერთიან გუნდზე ვსაუბრობთ.შეიძლება გუნდში იყოს განსხვავებილი შეხედულებები და ეს ნორმალურია, თუმცა მსგავსი საკითხები ისევ და ისევ გუნდის შიგნით უნდა იყოს მსჯელობის საგანი, გუნდურობის პრინციპებიდან გამომდინარე. ასეთი საჯარო განცხადება, რომელზეც გუნდში ასე ვთქვათ, მსჯელობა არ ყოფილა, ჩემთვის მიუღებელია”, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

იუსტიციის მინისტრმა თე წულუკიანმა “ყველაზე უსამართლო სახალხო დამცველი” უწოდა უჩანანუაშვილს, მას შემდეგ რაც ნანუაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების საქმეზე სასამართლო პროცესის შეფასება წარადგონა, სადაც გააკრტიკა სასამართლო და პროკურატურა.

პარლამენტარმა შოთა შალელაშვილმა კი განაცხადა, რომ წულუკიანის შეფასება უპასუხისმგებლიბაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი