ახალი ამბები

ქუმსიშვილი: ბევრი ფორვარდული გარიგება დაიდო ბაზარზე, ვალუტაზე მოთხოვნა უნდა მოგვაკლდეს

17 ნოემბერი, 2017 • 2501
ქუმსიშვილი: ბევრი ფორვარდული გარიგება დაიდო ბაზარზე, ვალუტაზე მოთხოვნა უნდა მოგვაკლდეს

“პროგნოზებს ვერ და არგავაკეთებ, ეს არის მცურავი კურსი”, – ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვოლმა გააკეთა ლარის კურსთან დაკავშირებით.

“ანალიზი ყოველდღიურად კეთდება. საკმაოდ ბევრი ფორვარდული გარიგება დაიდო ბაზარზე, რაც ნიშნავს იმას, რომ იანვრის დასაწყისიდან ვალუტაზე მოთხოვნა უნდა დაგვაკლდეს. ამავდროულად გამყიდველების მიმართულეით გარკვეული ინვესტორების აქტიურობა უნდა გამოჩნდეს,თუმცა პროგნოზისგან თავს შევიკავებ. ეროვნული ბანკის განცხადება იყო მნიშვნელოვანი. ბანკმა გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვით ის მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენებით მოახდენს ბაზარზე გავლენას იმ შემთხვევაში თუ ისინი დაინახავენ რომ ფუნდამენტიდან საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არის გადახრილი ლარის კურსი”, – თქვა ქუმსიშვილმა.

სავალუტო ფორვარდული გარიგება არის შეთანხმება ბანკსა და კლიენტს შორის კონვერტაციის შესრულებაზე მომავალში, წინასწარ შეთანხმებული გაცვლითი კურსით,

მასალების გადაბეჭდვის წესი