ახალი ამბები

უმრავლესობის წევრი ომბუდსმენზე წულუკიანის განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებს

17 ნოემბერი, 2017 • 2395
უმრავლესობის წევრი ომბუდსმენზე წულუკიანის განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებს

უმრავლესობის დეპუტატის შოთა შალელაშვილის განცხადებით, იუსტიციის მინისტრის მიერ ომბუდსმენის შეფასება, რომლის მიხედვითაც წულუკიანმა ნანუაშვილს უსამართლო სახალხო დამცველი უწოდა, პოლიტიკური და სამართლებრივი თვალსაზრისით აბსოლუტურად გაუმართლებელი ნაბიჯია

“მინდა გამოვეხმაურო იუსტიციის მინისტრის დღევანდელ განცხადებას, რომლითაც ქალბატონი წულუკიანი საქართველის ისტორიაში ყველაზე უსამართლო ობმუსმენდს უწოდებს საქართველოს სახალხო დამცველს. მე კი ვფიქრობ, რომ ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება არ გაუკეთებია ,,ქართული ოცნების’’ არც ერთ ლიდერს და პოლიტიკური თანამდებობის პირს”.

მისივე შეფასებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანი განცხადება სახალხო დამცველის მიმართ პოლიტიკური და სამართლებრივი თვალსაზრისით აბსოლუტურად გაუმართლებელი ნაბიჯია, რომელსაც ემიჯნება.

“[ამ განცხადებას] ვეხმაურები იმ მოტივაციით, რომ მომავალში არც ერთი ჩინოვნიკი აღარ მისცემს თავს უფლებას, მსგავსი უპასუხისმგებლო შეფასებები გამოხატოს, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ინსტიტუციის მისამართით. […] ყოველთვის, ყურადღებით ვადევნებ თვალს ომბუდსმენის საქმიანობას და ანგარიშს, ასევე მისასალმებელი ფაქტია, რომ არცერთი საერთაშორისო ან/და ადგილობრივი ავტორიტეტული ორგანიზაციიდან არ გაჩენილა პრეტენზიები მისი მისამართით”,- წერს “ფეისბუქის” პირად გვერდზე. შალელაშვილმა “ნეტგაზეთს” დაუდასტურა, რომ პოსტი, ნამდვილად მისი დაწერილია.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ უჩა ნანუაშვილი საქართველოს პირველი უსამართლო სახალხო დამცველია. თეა წუკულიანი საქართველოს სახალხო დამცველს სტრასბურგში წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატურების ჩავარდნის შემდეგ დაუპირისპირდა. წულუკიანი ირწმუნებოდა, რომ სახალხო დამცველი სტრასბურგში იყო ჩასული და იმუშავა ამ სიის საწინააღმდეგოდ. ნანუაშვილმა ამ ბრალდება ცილისწამება უწოდა.

წულიკიანის განცხადებას სახალხო დამცველმაც უპასუხა,. მისი თქმით, იუსტიციის მინისტრის კრიტიკა სახალხო დამცველი მიმართ ხელისუფლების და სახელმწიფოს იმიჯს აზიანებს.

“ეს არ არის პირველი განცხადება, მანამდეც მოგვისმენია ქალბატონი მინისტრისგან სხვადასხვა განცხადება. მისი ეს განცხადება პირველ რიგში აზიანებს საქართველოს ხელისუფლებას და ამ ხელისუფლების იმიჯს, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების თვალში…  ამაზე სამწუხაროდ, პასუხს ქვეყანა შემდეგ ალბათ მიიღებს”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი