მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თქმით, სულიკო კედელაშვილის ფეისბუქის ანგარიში მისია

უსაფრთოხების საქალაქო სამსახურის ახალმა უფროსმა, ნიკოლოზ (ნუგზარ) ჭონქაძემ დაადასტურა, რომ სოციალურ ქსელში სულიკო კედელაშვილის სახელით არსებული ანგარიში,  მას ეკუთვნოდა. ამის შესახებ,  ჭონქაძე რუსთავი 2-ის ჟურნალისტს განუცხადა.

ოპოზიციის ბრალდების საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც, სულიკო კედელაშვილის სახელით არსებულ ანგარიშით არაერთი შეურაცხმყოფელი განცხადება ვრცელდებოდა, ნიკოლოზ ჭონქაძე აცხადებს, სოციალურ ქსელში გვერდი 2010 წელს შექმნა და იმდროინდელი საზოგადოებრივ მოთხოვნას ეფუძნებოდა.

“ეს გვერდი შეიქმნა 2010 წელს.  მაშინდელი რეალობიდან გამომდინარე, რომელიც ჰქონდა მაშინ სახელმწიფოს,  რა სიტუაციც სუფევდა, ის ძალადობა, რაზეც ახლა ბევრი საუბრობს მაშინ ვერ საუბრობდა. იყო შეზღუდვები,  ყველას გვახსოვს. საზოგადოებას სჭირდებოდა რაიმე ხისტი გვერდი, რომელიც თავის პოზიციას დააფიქსირდება,” – განმარტა ჭონქაძემ.

მისივე თქმით, ის “აჟიოტაჟი”, რომელიც მედიაში ამ ამბავმა გამოიწვია, მოგონილია. გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა, რომ ანგარიშზე გამოქვეყნებული მასალით არა მხოლოდ თვითონ, არამედ ხალხიც, კომენტარების მეშვეობით, აფიქსირებდა თავის პოზიციას.

ჟურნალისტის კითხვაზე, საჭირო იყო თუ არა, პოზიციის დასაფიქსირებლად შეურაცხმყოფელი სიტყვებისა თუ მიმართვების გამოყენება, ჭონქაძე პასუხობს, რომ ყველა იმ ადამიანს, რომელმაც თავის თავზე მიიღო გვერდზე გამოქვეყნებული განცხადებები, შეუძლია სასამართლოს მიმართოს.

“ვინ შევურაცხვყე? თუ ვინმემ, შეურაცხყოფილად კონკრეტულად იგრძნო თავი, შეუძლია მიმართოს სასამართლოს და სამართლებრივად გავარჩიოთ საქმე.” 

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ოპოზიციის მხრიდან ჭონქაძის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალებების პასუხად დღეს განაცხადა, რომ ის ჩოხოსანი და  კარგი თამადაა.

 წლების განმავლობაში მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, მუშაობდა საფინანსო პოლიციაში, რომელ წარსულზე მელაპარაკებით? არის ჩოხოსანი, არის კარგი თამადა”,- განაცხადა კალაძემ. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან