ახალი ამბები

თბილისში წიგნის მუზეუმი იხსნება

16 ნოემბერი, 2017 • 2080
თბილისში წიგნის მუზეუმი იხსნება

ხვალ, 17 ნოემბერს ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში, წიგნის მუზეუმი გაიხსნება, სადაც 19 ათასზე მეტი უნიკალური გამოცემა გაერთიანდება.

კულტურის სამინისტროს ცნობით, კავკასიაში უდიდეს და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო წიგნის მუზეუმში ქვეყანაში დაცული ძვირფასი წიგნების პირველი მუდმივმოქმედი გამოფენა მოექყობა, რომელიც ოთხ ნაწილადაა წარმოდგენილი:

[checklist]

  • შვიათი გამოცემების მუზეუმი, სადაც სიძველით და ფორმით გამორჩეული წიგნებია წარმოდგენილი – მაგალითად ქართულ-იტალიური ლექსიკონი (1629), ვახტანგის სტამბის გამოცემები, ინკუნაბულა და სხვ.
  • „ვეფხისტყაოსნის“ მუზეუმი – აქ წარმოდგენილია პოემის ყველა გამოცემა ქართულ და უცხოურ ენებზე
  • ილიას დარბაზი – ილია ჭავჭავაძის კაბინეტის ექსპოზიცია, მისი პირადი ნივთებითა და ბიბლიოთეკით
  • ბროსეს საცავი – ულტრათანამედროვე საცავი, აღჭურვილი შესაბამისი კლიმატ–კონტროლის აპარატურით

[/checklist]

სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ქვეყნის მთავარი ბიბლიოგრაფიული განძის – ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული იშვიათი გამოცემებისთვის ულტრათანამედროვე საცავის და მუზეუმის გამართვა ბიზნესის თანადგომით გახდა შესაძლებელი – ეროვნული ბიბლიოთეკის პარტნიორი იყო „დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი“.

მასალების გადაბეჭდვის წესი