ახალი ამბებისამართალი

ბერის მხრიდან პოლიციელებისადმი ძალადობის საქმეს შსს შეისწავლის

16 ნოემბერი, 2017 • 5180
ბერის მხრიდან პოლიციელებისადმი ძალადობის საქმეს შსს შეისწავლის

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილის მიერ პოლიციის თანამშრომლის მიმართ განხროციელებული ძალადობის ფაქტის შესწავლა დაიწყო.

როგორც ნეტგაზეთს შსს-ში უთხრეს, ამ დროისთვის ფაქტის შესწავლა-შეფასება მიმდინარეობს, თუმცა, კითხვაზე, თუ რატომ არ დაიწყო აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება, უწყებას პასუხი არ აქვს.

გუშინ ღამით, გამრეკლის ქუჩაზე, სადაც ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილი ქირით ცხოვრობდა, მრევლმა საპროტესტო აქცია გამართა, რომელიც შემდგომ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მრევლი ბერის იმ სახლიდან გამოსახლებას ეწინააღმდეგებოდა, რომელიც მას რამდენიმე თვის განმავლობაში ნაქირავები ჰქონდა. ადგილზე მობილიზებული იყო პატრული. სამართალდამცველები სახლის მეპატრონემ გამოიძახა, რომელსაც არ სრუდა მის კუთვნილ ტერიტორიაზე ბერის შეშვება.

რუსთავი 2-ის  მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორც აყენებს ფიზიკურ შეურაცხმყოფას ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილი საპატრულო პოლიციის წარმომადგენელს,მაშინ, როდესაც მისი მანქანა პოლიციისა და მრევლის შორის გავლასა და ტერიტორიის დატოვებას ცდილობს.  

შეგახსენებთ, რომ ბერ ნიკოლოზ მაქარაშვილს, საპატრიარქოს განცხადებით, უკვე 20 წელია, რაც მღვდელმსახურება აქვს შეჩერებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი