ახალი ამბები

კალაძე უსაფრთხოების სამსახურის უფროსზე: არის ჩოხოსანი და კარგი თამადა

16 ნოემბერი, 2017 • 9354
კალაძე უსაფრთხოების სამსახურის უფროსზე: არის ჩოხოსანი და კარგი თამადა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსი ნიკოლოზ (ნუგზარ) ჭონქაძე კარგი ჩოხოსანი და კარგი თამადაა. კალაძემ წარმატება უსურვა მას ახალ თანამდებობაზე. ჟურნალისტის შეკითხვაზე, ხომ არ აპირებს საკუთარი გადაწყვეტილების გადახვედას, იმ ბრალდბების გამო რაც ჭონქაძისადმი ისმის, კალაძემ უპასუხა:

” რატომ? რა დააშავა ამ ადამიანმა? წლების განმავლობაში მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, მუშაობდა საფინანსო პოლიციაში, რომელ წარსულზე მელაპარაკებით? არის ჩოხოსანი, არის კარგი თამადა”,- განაცხადა კალაძემ.

ოპოზიცია კი აცხადებს, რომ კალაძის მიერ დანიშნული პირი სიძულვილის ენით გამოირჩევა:

“ეს ადამიანი გამოირჩევა თავის ქსენოფობიური და ჰომოფობიური განცხადებებით. ეს არის ადამიანი, რომელიც გამოირჩევა სიძულვილის ენით და განსაკუთრებული აგრესიულობით, ამ ადამიანის დანიშვნა ნიშნავს, რომ ოპოზიცურ დეპუტატებს კვლავ არ შეუშვებენ თბილისის მერიაში”,- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ, საკრებულოს წევრმა “ნაციონალური მოძრაობიდან”.

არსებობს ვარაუდი, რომ “ფეისბუქზე” ჭონქაძე სულიკო კედელაშვილის სახელით იყო დარეგისტრირებული, ახლა ეს ანგარიში გაუქმებულია. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს ანგარიში ნუგზარ ჭონქაძეს ეკუთვნოდა დადასტურებული არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი