ახალი ამბები

რუსთავი 2-მა გოგიჩაიშვილის “კვირის გამოძიება” დახურა

15 ნოემბერი, 2017 • 10254
რუსთავი 2-მა გოგიჩაიშვილის “კვირის გამოძიება” დახურა

რუსთავი 2-მა საგამოძიებო გადაცემა “კვირის გამოძიება”, რომელსაც აკაკი გოგიჩაიშვილი ამზადებდა, მოულოდნელად დახურა.

ამის შესახებ დღეს საღამოს გახდა ცნობილი.

როგორც ტელეკომპანია “რუსთავი 2 -ის” დირექტორმა ნიკა გვარამიამ “ნეტგაზეთს” განუცხადა,  მიზანშეწონილად ჩათვალა ასეთი გადაწყვეტილების მიღება და არ აპირებს მიზეზებზე საუბარს.

 “ნეტგაზეთის” კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ეს გადაწყვეტილება არხის ფინანსურ მდგომარეობას, გვარამიამ უპასუხა:

“მათ შორის ფინანსურ მდგომარეობასაც”.

ჟურნალისტი აკაკი გოგიჩაიშვილი, მისივე თქმით, მუშაობას ამავე არხის  გადაცემა P.S -ში გააგრძელებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი