ახალი ამბები

მღვდლების ვერტმფრენში ყოფნის გამო შსს-ს მაღალჩინოსანი დაითხოვეს

15 ნოემბერი, 2017 • 28708
მღვდლების ვერტმფრენში ყოფნის გამო შსს-ს მაღალჩინოსანი დაითხოვეს

შსს-ს ცნობით, სასაზღვრო პოლიციის მაღალჩინოსანი სამსახურიდან დაითხოვეს იმის გამო, რომ უწყების კუთვნილი ვერტმფრენის ბორტზე სასულიერო პირები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ვერტმფრენიდან დალოცეს საჯარო სკოლის მოსწავლეები და კანფეტები გადმოყარეს.

“მიმდინარე წლის 15 ნოემბერს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენით კახეთის რეგიონის სოფელ ენისელის მიმართულებით განხორციელებული სავარჯიშო ფრენების დროს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.

მომხდარი ფაქტის გამო, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელს შეუწყდა სამსახურებრივი უფლებამოსილება,” – აცხადებს შსს.

ამავე თემაზე წაიკითხეთ ვრცლად ნეტგაზეთის მასალა: ყვარელში მღვდლებმა სკოლები ვერტმფრენიდან დალოცეს და კანფეტები გადაუყარეს

მასალების გადაბეჭდვის წესი