ახალი ამბები

ევროპარლამენტმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

15 ნოემბერი, 2017 • 1507
ევროპარლამენტმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს მხარი ევროპარლამენტის 519-მა წევრმა დაუჭირა, 114 წინააღმდეგ წავიდა, 47-მა კი თავი შეიკავა.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ უნდა დაფუძნდეს ახალი “ნდობის ფონდი” საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვასთვის და ამ სახელმწიფოებს მიეცეთ სხვადასხვა გაერთიანებებში, მათ შორის, შენგენის ზონაში შესვლის შესაძლებლობა; ასევე გაძლიერდეს ზეწოლა რუსეთზე ამ ქვეყნების ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე კონფლიქტების აღოსაფხვრელად. ტექსტშივე ნათქვამია, რომ რიგის 2015 წლის სამიტის შემდეგ პარტნიორ ქვეყანათა ნაწილმა, მათ შორის საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელეს, რის გამოც მათთვის მეტად ფართო ხელშეწყობის მექანიზმი უნდა ამოქმედდს.

უფრო დეტალურად, რეზოლუციის ძირითადი დებულებები და ევროპარლამენტართა რეკომენდაციები 5 პუნქტადაა გაწერილი:

  • დაფუძნდეს ახალი ნდობის ფონდი საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვასთვის, რომელიც იქნება ორიენტირებული ინვესტიციებზე, სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებში.
  • შეიქმნას ფორმატი “აღმოსავლეთ პარტნიორობა+”, რომელიც დამატებით შესაძლებლობას მისცემს რეფორმების გზაზე მდგარ ქვეყნებს, შეუერთდნენ საბაჟო, ენერგეტიკულ და ციფრულ კავშირებს, ასევე შენგენის ზონას და ისარგებლონ როუმინგის შეღავათიანი ტარიფებით.
  • ევროკავშირმა მხარი დაუჭიროს ამ ქვეყნებში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს მონოპოლიის, ოლიგარქთა საქმიანობისა და ფულის გათეთრების აღოსაფხვრელად.
  • გაძლიერდეს ზეწოლა რუსეთზე აღმოსავლეთ უკრაინაში, ე.წ. დნესტრინსპირეთში, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მიმდინარე კონფლიქტების აღმოსაფხვრელად.
  • მხარი დაეჭიროს OSCE-ს აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მისიის შესასრულებლად.

რეზოლუციის მიღებამდე, 14 ნოემბერს ევროპარლამენტში დოკუმენტის ტექსტთან დაკავშირებით დებატები გაიმართა.  სხდომაზე საუბარი საქართველოსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ევროგაერთიანებამ მეტად ეფექტური და თანმიმდევრული ნაბიჯები უნდა გადადგას ქვეყნის მიმართ.

მასალების გადაბეჭდვის წესი