ახალი ამბები

როგორ აისახება ლარის გაუფასურება მოქალაქეებზე? – გამოკითხვა

15 ნოემბერი, 2017 • 2708
როგორ აისახება ლარის გაუფასურება მოქალაქეებზე? – გამოკითხვა

ლარის გაუფასურება გრძელდება. ეროვნული ბანკის ნოემბრის მონაცემების მიხედვით, ლარი ევროსთან მიმართებაში თითქმის 5 თეთრით, დოლართან კი – 1 თეთრით გაუფასურდა. ხვალ, 16 ნოემბერს 1 ევროს ფასი 3.19 ლარი იქნება, 1 დოლარის შეძენა კი 2.69 ლარად შეგეძლებათ. 1 აშშ დოლარი 2.68 ლარი ღირს, 1 ევროს ყიდვა კი 3.14 ლარად შეგიძლიათ. მოცემული კურსით, ეროვნულმა ვალუტამ ევროსთან მიმართებაში ანტირეკორდი მოხსნა და ბოლო 10 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულზე ჩამოვიდა.

რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, აქ  1 დოლარის ფასი 2.63 ლარიდან იწყება და 2.72-ზე ადის. ოფიციალურ კურსთან შედარებით, ზოგიერთ ჯიხურში ევროს ღირებულებაც დაბალია და 3.04-დან იწყება, თუმცა ნაწილში მისი ფასი 3.22 ლარზეც ადის. ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში კამერასთან საუბარს ერიდებიან, თუმცა რამდენიმე ჯიხურში განგვიცხადეს, რომ არსებული ვითარების გამო მუშაობა შემცირდა, ვინაიდან ადამიანები კურსის დასტაბილურებას ელიან. “ნეტგაზეთმა”აღმაშენებლის გამზირზე რამდენიმე ადამიანს ჰკითხა, თუ როგორ აისახა მათზე კურსის ვარდნის პროცესი.

მასალების გადაბეჭდვის წესი