ახალი ამბები

ძველი და ახალი სახეები კალაძის გუნდში გამგებლებად

15 ნოემბერი, 2017 • 3036
ძველი და ახალი სახეები კალაძის გუნდში გამგებლებად

დღეს, 15 ნოემბერს, თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის 10 რაიონის გამგებლები წარადგინა.

“ეს ადამიანები გახდებიან ქალაქის მთავრობის მთავარი დასაყრდენი თბილისის რაიონებსა და უბნებში”,- განაცხდა კალაძემ.

მერის თქმით, გამგებელი ის რგოლია, რომელსაც ყოველდღიური შეხება აქვს მოსახლეობასთან და მათი საშუალებით მოგვარდება თბილისში არსებული პრობლემები.

კახა კალაძის თქმით, გამგებლებს ექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა მისგან, ამავე დროს კი, იქნება “ძალიან მომთხოვნი და არ დაუშვებს გულგრილ დამოკიდებულებას.”

წარდგენილი 10 გამგებლიდან მხოლო ერთია ქალი:

  • საბურთალო – გაიოზ ვასაძე. ვასაძე აქამდე საბურთალოს გამგებლის მოადგილე იყო;
  • ვაკე – ნოდარ ტურძელაძე. იგი წინა მთავრობაშიც ვაკის რაიონის გამგებლი იყო;
  • ჩუღურეთი – ზურაბ ჩიკვილაძე. ჩიკვილაძე ასევე იყო ჩუღურეთის გამგებელი ნარმანიას მთავრობაში;
  • დიდუბე – ირმა ზავრდაშვილი. ზავრადაშვილი წინა მთავრობაშიც დიდუბის გამგებელი იყო.
  • ნაძალადევი – ირაკლი ხელაძე. ხელაძეც წინა მთავრობაში ნაძალადევის გამგებელი იყო
  • გლდანი – ბექა მიქაუტაძე. მიქაუტაძე ნარმანიას მთავრობაში საბურთალოს გამგებელი იყო
  • კრწანისი – ლევან ჯაფარიძე
  • მთაწმინდა – დავით კირკიტაძე
  • ისანი – კახა ლაბუჩიძე
  • სამგორი – დავით კერესელიძე

კახა კალაძემ განაცხადა, რომ მათი კანდიდატურები თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად დღესვე გაეგზავნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი