თბილისის აეროპორტში ბომბს ეძებენ – გამოცხადდა ევაკუაცია

შსს-ს შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბომბს ეძებენ – ამ დროისთვის აეროპორტში ევაკუაციაა გამოცხადებული. ინფორმაცია ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც შსს-ში განგვიცხადეს, “112”-ზე შევიდა შეტყობინება, რომლის საფუძველზეც, პროცედურების თანახმად, პოლიციამ დაიწყო შესაბამისი მოქმედებების განხორციელება. თვითმხილველთა ინფორმაციით, აეროპორტის ტერიტორიაზე არის საეჭვო ჩანთა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, იყო თუ არა მიღებული შეტყობინება ცრუ, აღნიშნული ღონისძიებების შედეგად დადგინდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.