ანა ნაცვლიშვილი: მზად ვარ, მივიღო გამოწვევა სახალხო დამცველის პოსტთან დაკავშირებით

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ადასტურებს, რომ მისი კანდიდატურა მართლაც განიხილება სახალხო დამცველის ვაკანსიაზე და მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ეს გამოწვევა მიიღოს.

ოფიციალურად, პარლამენტში ჯერ სახალხო დამცველის არცერთი კანდიდატურა არ დასახელებულა.

“ვადასტურებ, რომ განიხილება ჩემი კანდიდატურა სახალხო დამცველის პოზიციაზე. ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩემთვის საპატივსაცემო არაერთმა ადამიანმა და ჯგუფმა მომიაზრა ამ პოზიციაზე. მზად ვარ მივიღო ეს გამოწვევა და გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს (პარლამენტს) თუ ფართო საზოგადოებას უფრო დეტალურად ვესაუბრო ჩემს ხედვებსა და მიზნებზე – შესაბამის ფორმატში,”- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მოქმედ სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ხუთწლიანი ვადა 2017 წლის დეკემბერში ეწურება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი