ახალი ამბებირეკლამა

ახალი „TOYOTA LAND CRUISER PRADO“ უკვე საქართველოშია – ის ყველა მოლოდინს ამართლებს

14 ნოემბერი, 2017 • 7689
ახალი „TOYOTA LAND CRUISER PRADO“  უკვე საქართველოშია – ის ყველა მოლოდინს ამართლებს

“ახალი პრადო ადამიანს ნებისმიერ გზაზე თავს პროფესიონალ მძღოლად აგრძნობინებს, “ – ამ სიტყვებით “ტოიოტა კავკასიის “ პრუდუქტის მენეჯერმა, გაგა კოხრეიძემ Toyota Land Cruiser Prado-ს განახლებული მოდელი წარადგინა.

ახალი მოდელის პრეზენტაცია და ტესტირება, 7 ნოემბერს, თბილისთან ახლოს, “შატო მუხრანის” ტერიტორიაზე გაიმართა. ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ყველგანმავალი ვიზუალურად კიდევ უფრო დაიხვეწა, ტექნიკური თვალსაზრისით კი, განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა.

ლენდ კრუიზერ პრადოს მთლიანი სიგრძე 60 მმ-ით გაიზარდა და 4,84 მეტრია. მას განსაკუთრებული მანევრულობა ახასიათებს – მობრუნების მინიმალური წრე მხოლოდ 5.8 მეტრია.  ახალი პრადოს დიზელის მოდელს 3.0 ძრავა აქვს, ხოლო ბენზინის მოდელის ძრავა ორნაირია – 2.7 და 4.0.

ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო. ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

ახალი „Land Cruiser Prado“-ს უგზოობის პირობებში გამავლობის შესაძლებლობები კიდევ უფრო გაზრდილია. ავტომობილის სისტემა კიდევ უფრო გაუმჯობესდა მულტი-რელიეფური სისტემის (Multi-terrain select-ის) დამატებით. კერძოდ, პრადოს მძღოლს სხვადასხვა ზედაპირზე მოძრაობისას , იქნება ეს თოვლი, ქვიშა, ტალახი თუ  ქვა-ღორღი, შეუძლია თავად აირჩიოს რელიეფის შესაბამისი რეჟიმი.

„Toyota Land Cruiser Prado“ -ს აღჭურვილია  ახალი დიზაინის მქონე ინსტრუმენტების პანელით.  ავტომობილის ეკრანის ფუნქციები გაფართოვდა და ამჟამად მოიცავს არა მარტო იატაკის ქვეშ ხედვისა („Underfloor View“) და წინა ხედვის („Front View Rotation“) როტაციის ფუნქციებს, არამედ პანორამული ხედვისა („Panoramic View“) და ფართო უკანა ხედვის („Wide Rear View“) ეკრანებსაც.

“ახალი კამერები საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ ყველაფერი, რაც მანქანის ირგვლივ ხდება. ავტომობილი უნიკალური იმითაცაა, რომ ქვედა რელიეფის ხედვის რეჟიმი  აქვს. შესაბამისად, მძღოლს შეუძლია თავიდან აირიდოს სხვადასხვა დაბრკოლება, “ – ამბობს გაგა კოხრეიძე, ტოიოტას წარმომადგენელი.

ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო. ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

ახალი „Toyota Land Cruiser Prado“ ექსტერიერის ათ სხვადასხვა ფერშია ხელმისაწვდომი. მათგან ორი სრულიად ახალია – Midnight Emerald Blue („შუაღამის ზურმუხტისებრი ლურჯი“) და Avant-Garde Bronze metallic („ავანგარდული ბრინჯაოსფერი მეტალიკი“).

წინა სავარძლის გაუმჯობესებული ვენტილაცია, უკანა სავარძლების გათბობა, ავტომატური კლიმატ-კონტროლი და “ჭკვიანი გასაღების“ ახალი დიზაინი – „ტოიოტას“ მძღოლსა და მგზავრებს კიდევ უფრო მეტ კომფორტს უქმნის.

უგზოობის პირობებში ტოიოტა პრადო შეუდარებელია. ამის მიზეზი კი რამდენიმე კომპონენტია: გამძლეობა, დეფორმაციისადმი მდგრადობა, ჩარჩოიანი ძარის მეთოდით აგებული უნიკალური კონსტრუქცია და ინსტრუქციებისა და ტექნიკური მხარდაჭერის არაჩვეულებრივი კომბინაცია.

“პრადოს სტატუსი არის – ყველაგანმავალი. ის ყველა მოლოდინს ამართლებს. ავტომობილის შესაძლებლობები მორგებულია ჩვენს გარემოსა და გზებზე. ეს არის ავტომობილი, რომელიც მხოლოდ იმას საჭიროებს, რომ მძოლმა საჭირო პარამეტრები შესაბამის სიტუაციებში გამოიყენოს,” – ამბობს ნინუკა გაგუა, – “ტოიოტა ცენტრი თბილისის” გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვნელი.

ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო. ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

“ტოიოტა ცენტრი თეგეტა“-ს შესყიდვებისა და გაყიდვების მენეჯერის, გიორგი კობახიძის აზრით, ახალი ტოიოტა პრადო მთლიანად გაუმჯობესებულია. მისივე თქმით, ავტომობილების მიწოდებას მომდენო წლიდან დაიწყებენ:

“ავტომობილის დიზაინი შეიცვალა სიახლეების, ტრენდების გათვალისწინებით. დიდი მოლოდინი არსებობს. წინა მოდელის ყველა ერთეული, რაც შემოგვყავს, თითქმის გაყიდულია.”

ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო. ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

„Toyota Land Cruiser Prado“ თავის სეგმენტში ყველა დროის ერთ-ერთი უნიკალური მოდელია. უგზოობაზე მოძრაობის შეუდარებელმა შესაძლებლობებმა ლენდ კრუიზერს მსოფლიოში ყველაზე გამძლე და სანდო ავტომობილის რეპუტაცია შეუქმნა და ევროპის ათზე მეტ ქვეყანაში ამ სეგმენტის გაყიდვების ლიდერად აქცია.

ახალ მოდელები 2018 წლის იანვრიდან გაიყიდება.   დეტალური ინფორმაციის მისაღებად ავტომობილის ფასებისა და კომპლექტაციის შესახებ, ეწვიეთ ტოიოტას ოფიციალურ ვებ-გვერდს: www.toyota.ge ან  მიმართეთ  ტოიოტას ოფიციალურ დილერებს: ტოიოტა ცენტრ თბილისსა და ტოიოტა ცენტრ თეგეტას.

მასალების გადაბეჭდვის წესი