ახალი ამბები

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარისა და მოადგილეების არჩევაში ენმ-მ მონაწილეობა არ მიიღო

14 ნოემბერი, 2017 • 1218
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარისა და მოადგილეების არჩევაში ენმ-მ მონაწილეობა არ მიიღო

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის და მისი მოადგილეების არჩევაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მონაწილეობა არ მიიღეს.

საკრებულომ თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე 40 ხმით აირჩია, 1 წინააღმდეგ წავიდა. კენჭისყრაში მონაწილეობა 45-მა ადამიანმა მიიღო.

მის მოადგილეებად გიორგი ახვლედიანი, მარიკა დარჩია და დავით უჯმაჯურიძე აირჩიეს.

კენჭისყრის დაწყებამდე ენმ-ის წევრმა, ირაკლი ნადირაძემ განაცახდა, რომ ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას კენჭისყრაში.

ნადირაძის განცხადებით, იბრძოლებენ თბილისელების ინტერესების დასაცავად, რადგან მათი დახმარებით მიიღეს მანდატები საკრებულოში.

“პერსონალური შემადგენლობის დამტკიცება უმრავლესობის პასუხისმგებლობაა და ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას პერსონალურ კენჭისყრებში”, – განაცხადა ნადირაძემ.

ლევან ხაბეიშვილმა, ასევე ენმ-ის წევრმა, განაცხადა, რომ მისი სურვილია, ეს საკრებულოც არ გადაიქცეს მერიის ნოტარიუსად და საკრებულოს ფუნქცია შეასრულოს.

ხაბეიშვილის განცხადებით კი, მას სურს, რომ მოწესრიგდეს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და სოციალური მდგომარეობა, ის აპირებს საკრებულოსთან თანამშრომლობას, რადგან ეს თბილისის ინტერესებში შედის.

მან სპეცოპერაცია უწოდა 21 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს და განაცხადა, რომ ამ მოწვევის საკრებულოს მოუწევს აღნიშნული ტვირთის ტარება.

ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამით დასრულდა საკრებულოს სხდომა, შემდეგ სხდომაზე კი გადაწყდება ფრაქციებისა და ადგილმონაცვლეების საკითხები.

მასალების გადაბეჭდვის წესი