ახალი ამბები

თბილისის საკრებულოს ოთხმა ახალარჩეულმა წევრმა უფლებამოსილების შეჩერება ითხოვა

14 ნოემბერი, 2017 • 1915
თბილისის საკრებულოს ოთხმა ახალარჩეულმა წევრმა უფლებამოსილების შეჩერება ითხოვა

თბილისის მუნიციპალიტეტის ახალარჩეულ საკრებულოში ენმ და ევროპული საქართველო თითო-თითო ფრაქციას ქმნიან, პატრიოტთა ალიანსი უფრაქციოდ რჩება, ოცნებას კი ჯერ არ გაურკვევია ეს საკითხი.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 4-მა ახალარჩეულმა წევრმა საკრებულოს მიმართა, რომ შეუჩერდეთ უფლებამოსილება.

საკრებულოს უხუცესმა წევრმა, რომელიც საკრებულოს პირველ სხდომას უძღვებოდა, განაცხადა, რომ დავით ავალიანმა, ნიკა მელიამ, დავით დარჩიაშვილმა და გიორგი ალიბეგაშვილმა უფლებამოსილების შეჩერება ითხოვეს.

გიორგი ალიბეგაშვილი ენის სახელმწიფო დეპარტამენტში ხელმძღვანელად ინიშნება. ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის წევრია.

მასალების გადაბეჭდვის წესი