ახალი ამბები

თბილისის ბაღების სააგენტოში თემურ თორდინავა კახა გვანცელაძემ შეცვალა

14 ნოემბერი, 2017 • 4890
თბილისის ბაღების სააგენტოში თემურ თორდინავა კახა გვანცელაძემ შეცვალა

ნეტგაზეთის ინფორმაციით, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე თემურ თორდინავა კახა გვანცელაძემ შეცვალა, რომელიც აქამდე თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურს ხელმძღვანელობდა.

როგორც თემურ თორდინავამ ნეტგაზეთთან საუბრისას განაცხადა, ორშაბათს თავისი ინიციატივით მიმართა კახა კალაძეს და მოითხოვა გათავისუფლება. მისი თქმით, საკადრო ცვლილებები ბუნებრივი პროცესია და განსაკუთრებული არაფერი ხდება.

“მე ჩემი ინიციატივით მივმართე ქალაქ თბილისის ახალ მერს, გავაცანი 3 წლის მანძილზე ჩემი ხელმძღვანელობით განხორციელებული ღონისძიებები და რეფორმები. ვადასტურებ, რომ საკუთარი განცხადების საფუძველზე დავტოვე ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობა. რაც შეეხება იმას, თუ ვინ შემცვლის, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს. რაც შეეხება კითხვას, თუ სად ვიმუშავებ, ამას მოგვიანებით შეიტყობთ, რადგან მაქვს გარკვეული გეგმები,” – აცხადებს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უკვე ყოფილი ხელმძღვანელი.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თემურ თორდინავა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში კახა გვანცელაძემ შეცვალა, ნეტგაზეთმა თავად მოიპოვა. თბილისის მერი, კახა კალაძე მერიის სამსახურების ახალ უფროსებსა და გამგებლებს 15 ნოემბერს წარადგენს.

კახა გვანცელაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი