ახალი ამბები

კახა კუჭავა: გარემოს დაცვის სამინისტრო უნდა იდგეს ცალკე და ძლიერად

14 ნოემბერი, 2017 • 5890
კახა კუჭავა: გარემოს დაცვის სამინისტრო უნდა იდგეს ცალკე და ძლიერად

გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა პარლამენტში ჟურალისტებთან საუბრისას გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო უნდა გაძლიერდეს.

როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, მიესალმება დაანონსებულ ოპტიმიზაციას, თუმცა კითხვები უჩნდება გარემოს დაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით:

“არ შეიძლება, რომ გარემოს სამინისტრო ექვემდებარებოდეს რომელიმე სხვა მიმართულებას, ის უნდა იდგეს ცალე, ძლიერად, ჩვენ ამის ვალდებულებებები გვაქვს აღებული ასოცირების ხელშეკრულებით და, რაც ყველაზე თავარია, იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც ქვეყნის წინაშეა. ამიტომ გარემოს დაცვის სამინისტრო, პირიქით, უნდა გაძლიერდეს. დაველოდებით შემოსულ კანონპროექტს და ამის შემდეგ უკვე დეტალურად განვიხილავთ მას კომიტეტის სხდომაზე.

არ შეიძლება ვთქვა, ვემხრობი თუ არ ვემხრობი ჯერ, იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს ერთი იდეალური მოდელი, რომელიც ყველა ქვეყანაში მოქმედებს… მე მაინც ვთვლი, რომ ისეთი სამინისტრო, როგორიც გარემოს დაცვის სამინისტროა, უკეთესი იქნება, თუ ცალკე იარსებებს. ბიუჯეტიდან გამომდინარე, ეს არ არის დიდი სამინისტრო, ერთ-ერთ ყველაზე დაბალბიუჯეტიანი სამინისტროა და ოპტიმიზაციის ნაწილი, რაც წარმოდგენილი იქნება, მნიშვნელოვანია, დეტალურად განვიხილოთ და ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტლება,”- განაცხადა გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ.

გუშინ, 13 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო და, ამავდროულად, ეკონომიკის სამინისტროში გადადის ბუნებრივი რესურსების მართვა. აღნიშნული ცვლილებები საბოლოოდ პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი