ახალი ამბები

ივანიშვილი: ვერც პაატა [ბურჭულაძე] მოახერხებს ღირსეული კონკურენცია გაუწიოს მარგველაშვილს

3 ივლისი, 2013 • • 1455
ივანიშვილი: ვერც პაატა [ბურჭულაძე] მოახერხებს ღირსეული კონკურენცია გაუწიოს მარგველაშვილს

 როგორც მან დღეს, 3 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, “ქართული ოცნების” კანდიდატ გიორგი

ბიძინა ივანიშვილი /ფოტო: ივანიშვილის პრესსამსახური
ბიძინა ივანიშვილი /ფოტო: ივანიშვილის პრესსამსახური

მარგველაშვილს კონკურენციას ვერავინ გაუწევს, მათ შორის ვერც პაატა ბურჭულაძე.

 

“ნებისმიერმა შეიძლება ჩვენ კანდიდატს ხმები წაართვას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რამე რეაქცია უნდა გავაკეთოთ ამაზე. ადამიანის გადასაწყვეტია, სურს თუ არა მას იყოს პოლიტიკაში, თუ გადაწყვეტს ამას ბატონი პაატა, ძალიან კარგია. მე ვფიქრობ, რომ მარგველაშვილი, როგორც პიროვნება და პოლიტიკოსი, გაცილებით მისაღებია როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი. მარგველაშვილს აქვს ყველა თვისება გადაჭარბებით, რაც საპრეზიდენტო კანდიდატს სჭირდება – ნებისმიერი ქვეყნისთვის და არა მარტო საქართველოსთვის. მე არ ვფიქრობ, რომ მარგველაშვილს ეყოლება ღირსეული კონკურენტი, ამ შემთხვევაში ვერც პაატა მოახერხებს ღირსეული კონკურენცია გაუწიოს მას, თუმცა ეს საზოგადოების გადასაწყვეტია. ვნახოთ, დაველოდოთ პროცესებს”, – განაცხადა მან.

 

გავრცელებული ინფორმაციით, პაატა ბურჭულაძესთან საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე მოლაპარაკებას ჯონდი ბაღათურია აწარმოებს. საუბარია იმაზე, რომ ბურჭულაძემ კენჭი დამოუკიდებელი კანდიდატის სახელით იყაროს და არა პარტიული. თავად ბურჭულაძე ამ საკითხზე კონკრეტული განცხადების გაკეთებისაგან თავს იკავებს.

 

“ამაზე საერთოდ არ მინდოდა საუბარი, არც უარს ვამბობ და არც -კის,”- ასეთი კომენტარი გააკეთა პაატა ბურჭულაძემ იმ ინიციატივაზე, რომელიც ეხება მის მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი