ახალი ამბები

თადუმაძე: პირველად განხორციელდება ცვლილებები, რომლებსაც ნდობის გამოცხადება არ სჭირდება

13 ნოემბერი, 2017 • 1986
თადუმაძე: პირველად განხორციელდება ცვლილებები, რომლებსაც ნდობის გამოცხადება არ სჭირდება

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ განაცხადა, რომ იმ სამინისტროებს, რომლებსაც ფუნქციიდან გამომდინარე სახელის შეცვლა დასჭირდება, სახელი შეეცვლება.

თადუმაძის განცხადებით, ნდობის გამოცხადებამდე და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებმდე მთავრობა ჩვეულებრივ რეჟიმში იმუშავებს.

“პირველი რიგში, განხორციელდება ის ცვლილებები, რომლებიც არ საჭიროებს საკანონმდებლო უზრუნველყოფას. ის სამინისტროები, რომლებიც შერწყმა-გაერთიანებას არ საჭიროებს. მომზადებულია კანონპროექტები, რომლებიც უახლოეს მთავრობის სხდომაზე იქნება წარდგენილი და პარლამენტში გაგზავნილი განსახილველად.

კანონპროექტის მიღების შემდეგ განხორციელდება შერწყმა-გაერთიანების პროცედურა, რის შემდეგაც დაინიშნება მთავრობის ახალი შემადგენლობა. პრემიერ-მინისტრი მთავრობის ახალი შემადგენლობით ნდობის გასაახლებლად შესაბამის საპარლამენტო მოსმენებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შემდეგ გაერთიანებული სამინისტროები გამოაცხადებენ კანონით გათვალისწინებული გაერთიანება-რეორგანიზაციის პროცედურას და დასრულდება ის პროცესი, რაც დღეს იყო დაანონსებული. იმ სამინისტროებს, რომლებსაც თავისი ფუნქციებიდან გამომდინარე სახელის ცვლილება საჭირო იქნება, ბუნებრივია, სახელები შეეცვლება”,- განაცხადა შალვა თადუმაძემ.

დღეს, 13 ნოემბერს, გიორგი კვირიკაშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უქმდება 4 სამინისტრო: ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, ევროინტეგრაციისა და ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროები.

მასალების გადაბეჭდვის წესი