სოფლის მეურნეობის სამინისტრო გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთიანდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გამოეყოფა ბუნებრივი რესურსების ნაწილი, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა, ხოლო მას დაემატება სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

პრემიერის განცხადებით, ასეთია ბევრი ევროპული ქვეყნის გამოცდილება.

ახალ გაერთიანებულ სამინისტროს ამჟამინდელი სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს, ხოლო გიგლა აგულაშვილი, შესაბამისად, გარემოს დაცვის მინისტრის პოსტს დატოვებს.

სამთავრობო ცვლილებებზე დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი