ახალი ამბები

“ქართული ოცნება” ოზურგეთში ერთი უბნის შედეგების გაუქმებას ითხოვს

13 ნოემბერი, 2017 • 2780
“ქართული ოცნება” ოზურგეთში ერთი უბნის შედეგების გაუქმებას ითხოვს

საუბარია ნასაკირალში მდებარე N59-ე საარჩევნო უბანზე, რომლის შედეგებიც ჯერ კიდევ არა აქვს გამოქვეყნებული ცესკოს. ამ უბანზეა დამოკიდებული, ვინ გახდება ოზურგეთის მერი.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის – “ქართული ოცნების” კანდიდატი ბეგლარ სიორიძე და დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, კონსტანტინე შარაშენიძე არჩევნებს იგებდა, თუმცა, 62-დან 61 საარჩევნო უბნის დათვლის შედეგად, მას ბეგლარ სიორიძე 35 ხმით გადაუსწრო. დათვლილია ყველა უბანი, გარდა ერთისა და ამ აერთი უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს “ქართული ოცნება”.

“ოცნების” შტაბში საგანგებო ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ უბანზე უცნობი პირები შეიჭრნენ, რის გამოც შედეგები უნდა გაბათილდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი