ახალი ამბები

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ოპოზიციონერი კანდიდატი მხოლოდ ოზურგეთში იმარჯვებს

13 ნოემბერი, 2017 • 2355
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ოპოზიციონერი კანდიდატი მხოლოდ ოზურგეთში იმარჯვებს

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ერთადერთი თვითმმართველი თემი, სადაც ოპოზიციონერი კანდიდატი იგებს არჩევნებს, ოზურგეთია – 32 უბნის დათვლის შედეგად, კონსტანტინე შარაშენიძე სახელისუფლებო კანდიდატს ბეგლარ სიორიძეს 352 ხმით ამარცხებს, თუმცა ოზურგეთში კიდევ 30 უბანია დასათვლელი.

როგორც თამარ ჟვანიამ წინასწარი შედეგების გამოცხადებისას აღნიშნა, ოზურგეთში სულ 62 საარჩევნო უბანია, საიდანაც ამ დროისთვის 30-ია დათვლილი. პარალელურად, ოზურგეთში კონსტანტინე შარაშენიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, ლოზუნგით – “არა გაყალბებას!”

ცესკოს წინასწარი შედეგები

ქუთაისი – 124-დან დათვლილია 115+1 საარჩევნო უბნი:

  • გრიგოლ ვაშაძე, ნაციონალური მოძრაობა – 13.36%
  • გიორგი ჭიღვარია, ქართული ოცნება – 86.64%

ყაზბეგი – დათვლილია 10 საარჩევნო უბნიდან ათივე:

  • სანდრო ყამარაული, დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველო – 31.35%
  • ალექსანდრე ზაგაშვილი, ქართული ოცნება – 68.65%

ხაშური – 52 უბნიდან დათვლილია 52-ვე უბანი:

  • გიორგი გურასპაშვილი, ქართული ოცნება – 61.31%
  • რამაზ ნოზაძე, დამოუკიდებელი კანდიდატი – 38.69%

ბორჯომი – 30-დან დათვლილია 21 საარჩევნო უბანი:

  • ზაზა ჩაჩანიძე, პატრიოტთა ალიანსი – 45.58%
  • ლევან ლიპარტია, ქართული ოცნება – 54.42%

ოზურგეთი – 62-დან დათვლილია 32 საარჩევნო უბანი:

  • ბეგლარ სიორიძე, ქართული ოცნება – 48.85
  • კონსტანტინე შარაშენიძე, დამოუკიდებელი კანდიდატი – 51.15%

მარტვილი – 39-დან დათვლილია 39-ვე საარჩევნო უბანი:

  • მამუკა დანელია, ნაციონალური მოძრაობა – 6.96%
  • ალექსანდრე გრიგალავა, ქართული ოცნება – 94.04%

თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის ხმის დათვლის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს სამ უბანში – ქუთაისში, ბორჯომსა და ოზურგეთში.

მასალების გადაბეჭდვის წესი