ახალი ამბები

არა გაყალბებას – ოზურგეთში დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდამჭერები აქციას მართავენ

12 ნოემბერი, 2017 • 2053
არა გაყალბებას – ოზურგეთში დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდამჭერები აქციას მართავენ

ოზურგეთში, სადაც ადგილობრივი თვითმმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მერობისთვის ორი კანდიდატი იბრძოდა, აქცია იმართება.

“არა გაყალბებას” – ამ პლაკატებით დამოუკიდებელ კანდიდატ კონსტანტინე შარაშენიძის მომხრეები საოლქო ოზურგეთის 60-ე საოლქო კომისიასთან აქციას მართავენ. 

ისინი აცხადებენ, რომ “ქართულ ოცნებას” მობილიზებული ჰყავდა პატიმართა ოჯახები, რადგანაც პატიმრებით ახდენდნენ ოჯახებზე ზეწოლას.

ოზურგეთში დამოუკიდებელი კანდიდატის ოპონენტი  “ქართული ოცნების” კანდიდატი ბეგლარ სიორიძეა.

არჩევნების პირველ ტურზე კანდიდატებმა ამორმრჩეველთა შემდეგი ხმები მიიღეს:


დღეს საქართველოს  6 მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ამომრჩევლები მხოლოდ ერთ ბიულეტენში ააკეთებდნენ არჩევანს, სადაც მითითებული იქნება შემდეგი კანდიდატები:

  1. ქუთაისი: გიორგი ჭიღვარია (ქართული ოცნება) – გრიგოლ ვაშაძე (ენმ)
  2. მარტვილი: ალექსანდრე გრიგლავა (ქართული ოცნება) – მამუკა დანელია (ენმ)
  3. ოზურგეთი: ბეგლარ სიორიძე (ქართული ოცნება) – კონსტანტინე შარაშენიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი)
  4. ხაშური: გიორგი გურასპაშვილი (ქართული ოცნება) – რამაზ ნოზაძე (დამოუკიდებელი კანდიდატი)
  5. ბორჯომი: ლევან ლიპარტია (ქართული ოცნება) – ზაზა ჩაჩანიძე (პატრიოტთა ალიანსი)
  6. ყაზბეგი: ალექსანდრე ზაგაშვილი (ქართული ოცნება) – სანდრო ყამარაული (დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო).

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური საქართველოში 21 ოქტომბერს ჩატარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი