ახალი ამბები

ქუთაისში, სადაც ამომრჩეველთა აქტივობა 17.98% იყო, “ქართული ოცნების” კანდიდატმა გაიმარჯვა

12 ნოემბერი, 2017 • 1854
ქუთაისში, სადაც  ამომრჩეველთა აქტივობა 17.98% იყო, “ქართული ოცნების” კანდიდატმა გაიმარჯვა

ქუთაისში, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე ამომრჩეველთა აქტივობამ 17.98% -ი შეადგინა, წინასწარი მონაცემებით, ქართული ოცნების კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ გაიმარჯვა.

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ოქმებით სწორედ მას აქვს ხმების უმრავლესობა მოპოვებული, თუმცა ხმები ასევე მიიღო ენმ-ს კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ, რომელმაც მეორე ტურში მოხსნა კანდიდატურა.

კანონმდებლობის თანამხმად, ვაშაძის გვარი მაინც იყო მითითებული ბიულეტენებში, რადგანაც პირველ ტურში სწორედ ის გავიდა მეორე ადგილზე და ამომრჩეველტა ხმების 27.04% [14084 ხმა] მიიღო.

ჯერჯერობით უცნობია მისული ამომრჩევლების რა პროცენტი მიიღო გამარჯვებულმა კანდიდატმა მეორე ტურში. ინფორმაციას ცესკოს მონაცემების განახლებისთანავე განვაახლებთ. 


დღეს საქართველოს  6 მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ამომრჩევლები მხოლოდ ერთ ბიულეტენში ააკეთებდნენ არჩევანს, სადაც მითითებული იქნება შემდეგი კანდიდატები:

  1. ქუთაისი: გიორგი ჭიღვარია (ქართული ოცნება) – გრიგოლ ვაშაძე (ენმ)
  2. მარტვილი: ალექსანდრე გრიგლავა (ქართული ოცნება) – მამუკა დანელია (ენმ)
  3. ოზურგეთი: ბეგლარ სიორიძე (ქართული ოცნება) – კონსტანტინე შარაშენიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი)
  4. ხაშური: გიორგი გურასპაშვილი (ქართული ოცნება) – რამაზ ნოზაძე (დამოუკიდებელი კანდიდატი)
  5. ბორჯომი: ლევან ლიპარტია (ქართული ოცნება) – ზაზა ჩაჩანიძე (პატრიოტთა ალიანსი)
  6. ყაზბეგი: ალექსანდრე ზაგაშვილი (ქართული ოცნება) – სანდრო ყამარაული (დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო).

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური საქართველოში 21 ოქტომბერს ჩატარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი