ახალი ამბები

გია გაჩეჩილაძე: გარემოს დაცვის სამინისტრო რჩება

12 ნოემბერი, 2017 • 1552
გია გაჩეჩილაძე: გარემოს დაცვის სამინისტრო რჩება

უმრავლესობის სხდომიდან გამოსულმა დეპუტატმა გია გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს განიცხადა, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო არ გაუქმდება.

“ყველაფერი კარგად იქნება, ხვალ პრემიერი გააკეთებს განცხადებას ყველაფერზე”, თქვა მან, ჟურნალისტების კითხვების შემდეგ კი დაამატა, რომ “გარემოს დაცვის სამინისტრო რჩება”.

უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე გია გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ თუ გარემოს დაცვის სამინისტრო გაუქმდებოდა, ის არ დაუჭერდა მხარს სამთავრობო ცვლილებებს.

“ქართულ ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა დასრულდა.

სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებზე, რომლებზეც მეორე დღეა ვრცელდება სხვადასხვა ცნობები, პრემიერ-მინისტრი განცხადებას 13 ნოემბერს გააკეთებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი