ახალი ამბები

მეორე ტურში ამომრჩეველთა 33.24%-მა მიიღო მონაწილეობა – ცესკოს წინასწარი მონაცემები

12 ნოემბერი, 2017 • 2015
მეორე ტურში ამომრჩეველთა 33.24%-მა მიიღო მონაწილეობა – ცესკოს წინასწარი მონაცემები

21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურში, 20:00 საათისთვის, ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა და დაიწყო ხმის დათვლის პროცედურები. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, კენჭისყრასყრაში მონაწილეობა მიიღო 109 119 ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 33.24%%-ია.

საარჩევნო ადმინისტრაცია ახორციელებს ამომრჩეველთა სტატისტიკას გენდერულ ჭრილში. ცესკოს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, 6-ვე საარჩევნო ოლქში, წინასწარი მონაცემებით, 50.28% ქალმა და 49.72% კაცმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.

მისი თქმით, არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე მშვიდ გარემოში, სერიოზული ინციდენტების გარეშე ჩაიარა, თუმცა იყო მცირეოდენი პროცედურული ხასიათის ხარვეზები. მისი თქმით, რაც მთავარია, ამომრჩევლებს თავისუფლად შეეძლოთ მთელი დღის განმავლობაში საკუთარი ნების გამოხატვა:

“აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ცესკოს საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრში არ შემოსულა ისეთი სახის შეტყობინება, რომელიც რაიმე სერიოზულ ინციდენტს ან დარღვევის შემთხვევას შეეხებოდა.”

ანა მიქელაძის თქმით, ამომრჩეველთა აქტივობა საარჩევნო ოლექების მიხედვით შემდეგია:

  • ყაზბეგი  – 52.95;
  • ხაშური  – 34.66;
  • ბორჯომი  – 52.89;
  • ქუთაისი – 17.98;
  • ოზურგეთი – 56.7;
  • მარტვილი – 38.49.

დღეს, 11 ნოემბერს, საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს მეორე ტური. ამომრჩევლები მხოლოდ ერთ ბიულეტენში აკეთებენ არჩევანს, სადაც მითითებულია შემდეგი კანდიდატები:

  • ქუთაისი: გიორგი ჭიღვარია (ქართული ოცნება) – გრიგოლ ვაშაძე (ენმ);
  • მარტვილი: ალექსანდრე გრიგალავა (ქართული ოცნება) – მამუკა დანელია (ენმ);
  • ოზურგეთი: ბეგლარ სიორიძე (ქართული ოცნება) – კონსტანტინე შარაშენიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი);
  • ხაშური: გიორგი გურასპაშვილი (ქართული ოცნება) – რამაზ ნოზაძე (დამოუკიდებელი კანდიდატი);
  • ბორჯომი: ლევან ლიპარტია (ქართული ოცნება) – ზაზა ჩაჩანიძე (პატრიოტთა ალიანსი);
  • ყაზბეგი: ალექსანდრე ზაგაშვილი (ქართული ოცნება) – სანდრო ყამარაული (დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო).

თუმცა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები ქუთაისსა და მარტვილში უარს აცხადბენ არჩევნებში მონაწილეობაზე, რაც მათი პარტიის გადაწყვეტილებაა, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მათგანი 50%-ზე მეტს, მაინც ისინი იქნებიან გამარჯვებული.

იმ ოლქებში, სადაც მეორე ტური ტარდება, 328 272 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ცესკოს ცნობით, სულ დაბეჭდილია 299 450 ბიულეტინი.

მასალების გადაბეჭდვის წესი