ახალი ამბები

გია გაჩეჩილაძე: თუ გარემოს დაცვის სამინისტრო გაუქმდა, ცვლილებებს მხარს არ დავუჭერ

12 ნოემბერი, 2017 • 2918
გია გაჩეჩილაძე: თუ გარემოს დაცვის სამინისტრო გაუქმდა, ცვლილებებს მხარს არ დავუჭერ

პარლამენტი წევრმა გიორგი გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ თუ სამთავრობო ცვლილებების შედეგად გარემოს სამინისტრო გაუქმდება, ის ამ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.

ეს განცხადება პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის წევრმა “ქართული ოცნების” ოფისის დატოვების შემდეგ განაცხადა. “ოცნების” ოფისში დილიდან მიმდინარეობს კონსულტაციები სამთავრობო ცვილებებთან დაკავშირებით.

ერთ-ერთი ცნობით დაგეგმილია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გაუქმება.

“ახლა უნდა გავარკვიოთ ყველაფერი და იქნება კონსულტაციები იმედია. მე პრობლემა მაქვს ერთადერთი, რომ გარემოს დაცვის სმაინისტრო არ გაუქმდეს. გარემოს სამინისტრო თუ გაუქმდა, ამ ცვლიბებეს მე მხარს არ დავუჭერ”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

“ქართული ოცნების” ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა უნდა გაიმართოს,  რომელზეც სამთავრობო ცვლილებებს განიხილავენ. სხდომის დაწყება  20.00 საათზე იყო დაგეგმილი.  სხდომაზე მისული ზოგიერთი დეპუტატი აცხადებდა, რომ არ იცოდა, რას განიხილავდნენ.

წინასწარი ცნობებით იგეგემება რამდენიმე სამინისტრო გაუქმება, ტანამდებობას დატოვებს არაერთი მოქმედი მინისტრი.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამთავრობო ცვლილებებზე განცხადებას 13 ნოემბერს, 11.00 საათზე გააკეთებს.

რა ვიცით ამ დრომდე: 

სხვადასხვა მედიასაშუალება წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ  უქმდება 4 სამინისტრო, კერძოდ:

  1. გაუქმებული ენერგეტიკის სამინისტროს ფუნქციებს შეითავსებს ეკონომიკის სამინისტრო;
  2. გაუქმებული სპორტის სამინისტროს ფუნქციები დაემატება კულტურისა და განათლების სამინისტროებს;
  3. გაუქმებული გარემოს დაცვის სამინისტროების ფუნქციებს გადაინაწილებენ ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტროები;
  4. სასჯელაღსრულების სამინისტრო მიუერთდება იუსტიციის სამინისტროს.

პირველი არხის ინფორმაციით, 18-ის ნაცვლად 13 სამინისტრო დარჩება, ანუ ზემოთ ჩამოთვლილი 4 სამინისტროს გარდა უქმდება ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი და მის ფუნქციებს შეითავსებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მინისტრების თანამდებოები, პირველი არხის ცნობით, ასე გადანაწილდება: გიორგი მღებრიშვილის გადაყენების შემდეგ შს მინისტრის პოსტს ამჟამინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია დაიკავებს; ეკონომიკის მინისტრის – ამჟამინდელი ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი