საია: ძირითადი დარღვევები კომისიის წევრების საქმიანობის არაჯეროვან შესრულებას უკავშირდება

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” განცხადებით, კენჭისყრის დღის 18:00 საათისთვის, ძირითადად ორგანიზაციის დამკვირვებლება პროცედურული ხასიათის დარღვევები გამოავლინეს და მთლიანობაში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

დარღვევების უმეტესობა, რომელიც საიამ გამოკვეთა საარჩევნო კომისიის წევრების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას უკავშირდება.

კერძოდ,  ბორჯომის #19 უბანზე დაფიქსირდა, რომ გაცემული ბიულეტენების რაოდენობა ორით მეტია ამომრჩევლების ხელმოწერების რაოდენობაზე ამომრჩეველთა სიაში. მსგავსი შემთხვევა ბორჯომის ოქლის მე-15 უბანზეც დაფიქსირდა. საარჩევნო უბნის კომისიის წევრის ახსნა-განმარტებით, ამომრჩევლის სიაში გამორჩენილია როგორც რეგისტრატორის, ასევე ორივე ამომრჩევლის ხელმოწერა. ვინაიდან ამ დარღვევის აღმოჩენამდე მოხდა რეგისტრატორების ჩანაცვლება, ამ ეტაპზე კომისიას უჭირს განმარტოს თუ რომელი რეგისტრატორის პირობებში მოხდა აღნიშნული ფაქტი.

კიდევ ერთი დარღვევა, რომელზეც ორგანიზაცია საუბრობს გადასატან ყუთს უკავშირდება. კერძოდ, #13 უბანზე  გამოცხადდა ამომრჩეველი, რომელმაც პრეტენზია დააფიქსირა, რატომ ვერ მისცა ხმა გადასატანი ყუთის მეშვეობით. კომისიის თავმჯდომარემ მას გამუნარტა, რომ კომისიის მიერ შეცდომა იყო დაშვებული და ვინაიდან აღნიშნული პირი ამომრჩეველთა ერთიან სიაში იყო შეყვანილი, მას ხმის მიცემის შესაძლებლობა ჰქონდა უბანზეც. საიას განცხადებით, უბანზე მოსულმა ამომრჩეველმა ერთიანი სიის მეშვეობით უბანზე ხმა მისცა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ამომრჩეველი შეყვანილი იყო ასევე ამავე უბანზე გადასატანი ყუთის სიაში, თუმცა მისი გვარის გასწვრივ სიაში ფიქსირდებოდა ხელმოწერა, რომელიც განსხვავდებოდა ამ ამომრჩევლის მიერ ამომრჩეველთა ერთიან სიაში გაკეთებული ხელმოწერისგან.

ოზურგეთის #15 საარჩევნო უბანზე კი საიას განცხადებით, გადასატანი საარჩევნო ყუთი დაბრუნდა დაულუქავ მდგომარეობაში.

ორგანიზაცია კვლავ საუბრობს ამომრჩევნლის ნების კონტროლზე. როგორც საია-ში აცხადებენ, ამომრჩევლის ნების კონტროლი ბორჯომის #7 და #27 უბნების გარეთ სიებით იმყოფებიან დაუდგენელი პირები, რომლებიც უბნებზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავენ. ასევე ამავე უბნებზე სამარშუტო ტაქსებით და მანქანებით მოჰყავთ ამომრჩეველი. მანქანით მიყავთ ამომრჩეველი ოზურგეთის #40 უბანზეც. უბანზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავდნენ ასევე ყაზბეგის #2 საარჩევნო უბნის გარეთ მყოფი პირები.

საიას დამკვირვებლები აცხადებენ, რო მუბანზე მოსული ამომრჩევლის აღრიცხვა ხდება ოზურგეთის #7 საარჩევნო უბნის შიგნით, სადაც „ქართული ოცნების“ დამკვირვებელი რვეულში ინიშნავს უბანზე მისული ამომრჩევლის სახელსა და გვარს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი