ახალი ამბები

17:00 საათისთვის მეორე ტურში ამომრჩეველთა ყველაზე დიდი აქტივობა ოზურგეთშია – ცესკო

12 ნოემბერი, 2017 • 1821
17:00 საათისთვის მეორე ტურში ამომრჩეველთა ყველაზე დიდი აქტივობა ოზურგეთშია – ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურში, 17:00 საათისთვის ყველაზე დიდი აქტივობა ოზურგეთის ოლქშია, სადაც ამომრჩევლის 47% საარჩევნო უბანზე მივიდა.

“ნეტგაზეთმა” ოზურგეთის ოლქში დააფიქსირა კოორდინატორები, რომლებიც საარჩევნო უბანთან იდგნენ და სიით აღრიცხავდნენ მისულ ამომრჩევლებს.  ერთ-ერთი კოორდინატორი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ხალხს არ უნდა არჩევნებში მონაწილეობის მიღება და საარჩევნო უბნებში მისვლა, შესაბამისად, საჭიროა მათი მიყვანა.

ბორჯომის ოლქის მე-19 უბანთან იყო გაჩერებული მიკროავტობუსი, შიგნით მსხდომი ადამიანებით, რომელმაც არ გაამჟღავნეს თავიანთი ვინაობა და თქვეს, “დაბადებს დღეზე იყვნენ მისული


17:30 წუთზე გამართულ ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, რომ ამომრჩევლის აქტივობა 17:00 საათისთვის 26,97%, რაც რაოდენობრივად 88 522 ამომრჩეველია. მიქელაძის განმარტებით აქტივობა ოლქების მიხედვით ასე გამოიყურება:

[checklist]

  • ყაზბეგი – 44,1 %
  • ხაშური – 27,1%
  • ბორჯომი 44,8%
  • ქუთაისი 14,1%
  • ოზურგეთი – 47,2%
  • მარტვილი – 30,7%

[/checklist]

მიქელაძის განცხადებით, არჩევნები მშვიდ მდგომარეობაში მიმდინარეობს. სულ დარეგისტრირებულია 21 საჩივარი, რომლებიც მცირე პროცედურულ ხარვეზებს შეეხება. ყველაზე მეტი 9-9 საჩივარი ოზურგეთისა და ბორჯომის ოლქებშია დარეგისტრირებული, ქუთაისში 2 საჩივარია შესული, ხოლო ხაშურში – 1 საჩივარი. ყაზბეგისა დ მარტვილის ოლქებში, ცესკოს ცნობით, არც ერთი საჩივარი არ ფიქსირდება.

მიქელაძის განმარტებით, ხაშურის საოლქო კომისიამ განიხილა საჩივარი, რომელიც შეეხებოდა ამომრჩევლის მიერ კონვერტის გარეშე ძირითადი ყუთის ნაცვლად გადასატან ყუთში მოთავსებულ ბიულეტინს. საოლქო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ყუთის გახსნისა და ხელახლა დალუქვის შესახებ, ამოიღო ყუთიდან უკონვერტო ბიულეტინი და ცნობილი იქნა გაფუჭებულ ბიულეტინად.

დღეს, 11 ნოემბერს საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს მეორე ტური. ამომრჩევლები მხოლოდ ერთ ბიულეტენში აკეთებენ არჩევანს, სადაც მითითებულია შემდეგი კანდიდატები:

ქუთაისი: გიორგი ჭიღვარია (ქართული ოცნება) – გრიგოლ ვაშაძე (ენმ)
მარტვილი: ალექსანდრე გრიგალავა (ქართული ოცნება) – მამუკა დანელია (ენმ)
ოზურგეთი: ბეგლარ სიორიძე (ქართული ოცნება) – კონსტანტინე შარაშენიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი)
ხაშური: გიორგი გურასპაშვილი (ქართული ოცნება) – რამაზ ნოზაძე (დამოუკიდებელი კანდიდატი)
ბორჯომი: ლევან ლიპარტია (ქართული ოცნება) – ზაზა ჩაჩანიძე (პატრიოტთა ალიანსი)
ყაზბეგი: ალექსანდრე ზაგაშვილი (ქართული ოცნება) – სანდრო ყამარაული (დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო).

თუმცა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები ქუთაისსა და მარტვილში უარს აცხადბენ არჩევნებში მონაწილეობაზე, რაც მათი პარტიის გადაწყვეტილებაა, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მათგანი 50%-ზე მეტს, მაინც ისინი იქნებიან გამარჯვებული.

იმ ოლქებში, სადაც მეორე ტური ტარდება 328 272 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ცესკოს ცნობით, სულ დაბეჭდილია 299 450 ბიულეტინი.

მასალების გადაბეჭდვის წესი