ახალი ამბები

ხაშურში დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდასაჭერად ქართული მარშის წევრები იმყოფებიან

12 ნოემბერი, 2017 • 2938
ხაშურში დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდასაჭერად ქართული მარშის წევრები იმყოფებიან

ხაშურში, #11 საარჩევნო უბანზე დამოუკიდებელი კანდიდატის, რამაზ ნოზაძის მხარდამჭერები აპროტესტებენ კონკურენტის კოორდინატორების მხრიდან უბნის გარეთ სიებით ამომრჩევლის აღრიცხვას.

მეორე ტური ხაშურში გიორგი გურასპაშვილს (ოცნება) და რამაზ ნოზაძეს შორის მიმდინარეობს.

რამაზ ნოზაძე “ქართული მარშის” აქტივობებში მონაწილეობდა 2017 წელს. ამ ორგანიზაციის წევრების ნაწილი ხაშურა მის მხარდასაჭერად.

“ქართული მარში” არჩევნებში არ მონაწილეობს, ჩვენ მონიტორინგს ვახორციელებთ”, ამბობს რამაზ გაგნიძე ქართლი მარშის ერთ -ერთი ლიდერი, რომელიც ამჟამად ხაშურში იმყოფება.

ჩვენ დამოუკიდებელ კანდიდატს ვკითხეთ მისი კავშირების შესახებ ქართულ მარშთან, რაზეც გვიპასუხა, რომ ქართული მარშის მხარდამჭერია. გთავაზობთ მის პასუხს ამ შეკითხვაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი