ახალი ამბები

ჩვენთვის ნაციონალური მოძრაობა არ არსებობს – ქუთაისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატი

12 ნოემბერი, 2017 • 1959
ჩვენთვის ნაციონალური მოძრაობა არ არსებობს – ქუთაისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატი

ქართული ოცნების ქუთისის მერობის კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ ქუთაისის მე-15 საარჩევნო უბანზე მისცა ხმა. მისი თქმით, დამაჯერებელი გამარჯვების იმედი აქვს და ისიც განაცხადა, რომ ” ნაციონალური მოძრაობა” არ არსებობს:

“ჩვენ გავიმარჯვებთ აუცილებლად, ქუთაისს ვაქცევთ მომავლის ქალაქად. გვჭირდება დამაჯერებელი გამარჯვება, ეს აუცილებლად იქნება საღამოს და ერთად ვიზეიმებთ. მომდევნო 4 წელიწადში იმედი გვაქვს ქუთიასის განვითარების, წინსვლის. ჩვენი ქალაქი უნდა გახდეს ერთ-ერთი ღირსეული ქალაქი საქართველოში, ერთ-ერთი ძლიერი თვითმმართველი ქალაქი”, – განაცხადა ჭიღვარიამ.

დღეს ქუთაისში არჩევნების მეორე ტური იმართება. საარჩევნო ბიულეტენში ორი კანდიდატია – ქართული ოცნებიდან გიორგი ჭირვარია და ნაციონალური მოძრაობიდან გრიგოლ ვაშაძე. ნაციონალურმა მოძრაობამ მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა. გრიგოლ ვაშაძემ ფეისბუქით მოუწოდა ქუთაისელებს, არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.

გიორგი ჭიღვარია კი აცხადებს, რომ ” ნაციონალური მოძრაობა” არ არსებობს:

“ყველაფერი გამოჩნდება დღის განმავლობაში, ვნახოთ, თუ იმუშავებენ. ჩვენთვის ნაციონალური მორაობა არ არსებობს”, – განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი