ახალი ამბები

დონალდ ტრამპი: პუტინთან კარგი დისკუსია მქონდა

12 ნოემბერი, 2017 • 2008
დონალდ ტრამპი: პუტინთან კარგი დისკუსია მქონდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან “კარგი დისკუსია” ჰქონდა, როდესაც ისინი ერთმანეთს შეხვდნენ ვიეტნამში, აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების (APEC) სამიტზე. ინფორმაციას ამის თაობაზე BBC ავრცელებს.

ორ პრეზიდენტს სამიტის ფარგლებში რამდენიმე არაფორმალური შეხვედრა ჰქონდაა, რა დროსაც, ტრამპის თქმით, მათ ისეთი საკითხები განიხილეს, როგორიცაა სირიის კრიზისი და ამერიკის სადაზვერვო სამსახურის მიერ წაყენებული ბრალდებები აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის მხარის ჩარევის შესახებ.  

სამიტის შემდეგ, დონალდ ტრამპმა ტვიტერში დაწერა:


“როდის გააანალიზებს ყველა მოძულე და სულელი, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობა კარგი რამაა  და არა ცუდი. ისინი ყოველთვის იმ პოლიტიკას აწარმოებენ, რომლებიც ცუდია ჩვენი ქვეყნისთვის. მე მინდა, რომ გადავჭრა ჩრდილოეთ კორეის, სირიის, უკრაინისა და ტერორიზმის პრობლემები, რაშიც რუსეთს დიდი დახმარების გაწევა შეუძლია,” – ნათქვამია ტრამპის განცხადებაში.

რუსეთი პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, ის, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტს შორის ცალკე შეხვედრა არ შედგა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს , რომ რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობა ჯერ კიდევ კრიზისულია.

“ეს მეტყველებს იმაზე, რომ ურთიერთობა რუსეთსა და აშშ-ს შორის ჯერ კიდევ არ გამოსულა კრიზისიდან, თუმცა დღევანდელი სხდომის განმავლობაში ჩვენ გარკვეული საკითხები განვიხილეთ. საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ განვიხილეთ ყველაფერი, რაც გვინდოდა. “ – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ტრამპის განცხადება უკვე გააკრიტიკა რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა, რომლის თქმით, ტრამპის განცხადება გულუბრყვილოა, თუკი მას კგბ-ს პოლკოვნიკის სიტყვების უფრო სჯერა, ვიდრე ამერიკის სადაზვერვო სამსახურის.

მასალების გადაბეჭდვის წესი