ახალი ამბები

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა 32 ქულით დაამარცხა

11 ნოემბერი, 2017 • 2165
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა 32 ქულით დაამარცხა

11 ნოემბერს, დინამო არენაზე, თიბისი რაგბი სერიებში ბორჯღალოსნებმა პირველი გამარჯვება მოიპოვეს – საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა კანადა დიდი უპირატესობით დაამარცხა – 54:22.

საქართველოსა და კანადას შორის ბალანსი 3-3 მოგება იყო, ხოლო ბორჯღალოსნებმა დღევანდელი შეხვედრის შემდეგ კანადელებს ერთი მოგებით გაუსწრეს.

დღევანდელ შეხვედრაში გულშემატკივრებმა არაერთი ლელო და დასამახსოვრებელი ეპიზოდი იხილა. ყველაზე გამოსარჩევი სოსო მათიაშვილის ლელო იყო, რომელმაც ჯერ კარგად გაიგდო ბურთი, ხოლო შემდეგ რთული ნახტომით დააფიქსირა ბურთი მეტოქის საჯარიმოში.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები, კარდიფში, უალესის წინააღმდეგ გამართავს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნაკრები ჰყავს. ნოემბერში ბორჯღალოსნები სულ სამ ტესტ-მატჩს გამართავენ.

ბორჯღალოსნებმა კანადა დაამარცხეს. ფოტო: თიბისი ბანკი

მასალების გადაბეჭდვის წესი