ახალი ამბები

შსს: პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს

11 ნოემბერი, 2017 • 1727
შსს: პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს

შსს-ს ინფორმაციით სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ახალციხეში, 1958 წელს დაბადებული მ.ი. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ამხილეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული დროებით მფლობელობაში არსებულ თურქულ ბარში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, მოქალაქეებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდა. სამართალდამცველებმა ბარში მომუშავე პერსონალი მოწმის სახით დაკითხეს“ – აცხადებს შსს.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს [საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით].

მასალების გადაბეჭდვის წესი