ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ვანდალიზმის მორიგი აქტი – შოტლანდიაში მემორიალის დემონტაჟს სოხუმში ეხმაურებიან

11 ნოემბერი, 2017 • 5115
ვანდალიზმის მორიგი აქტი – შოტლანდიაში მემორიალის დემონტაჟს სოხუმში ეხმაურებიან

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო შოტლანდიაში აფხაზ მეომართა მემორიალის დემონტაჟს განცხადებით ეხმაურება და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს “საქართველოს დესტრუქციული ქმედებების ადეკვატურად და ობიექტურად შეფასებისკენ” მოუწოდებს.

დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებს აფხაზეთისა და მისი ხალხის მიმართ საქართველოს პოლიტიკის მორიგ  აგრესიულ და ანტიჰუმანური ხასიათის გამოვლინებად აფასებს.

“საქართველოს ხელისუფლების ასეთ ქმედებას ვაფასებთ, როგორც ვანდალიზმის აქტს, რომელიც მიმართულია აფხაზი ხალხის ისტორიული მეხსიერების განადგურებისკენ. აფხაზ მებრძლთა ძეგლის დემონტაჟი კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების ყველა ძალისხმევა მიმართული არა მხოლოდ აფხაზი ხალხის ფიზიკური, არამედ მისი ისტორიული წარსულის, კულტურული თვითმყოფადობისა და ეროვნული იდენტობის გადანგურებისკენ”, – ნათქვამია განცხადებაში.

შოტლანდიის ქალაქ კილნმარნოკში 90-იან წლებში დადგმული, აფხაზური დროშის ფონზე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს დაღუპულთა მემორიალის დემონტაჟის შესახებ 10 ნოემბერს ნეტგაზეთთან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გაერთიანებულ სამეფოში თამარ ბერუჩაშვილმა ისაუბრა. თამარ ბერუჩაშვილი პირადად მონაწილეობდა დიდ ბრიტანეთში, კონკრეტულად კი, შოტლანდიაში გამართულ იმ მაღალი დონის შეხვედრებში, სადაც ქართულმა მხარემ კილნმარნოკში 90-იან წლებში დადგმული აფხაზური მემორიალის დემონტაჟის საკითხი დააყენა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი