ახალი ამბები

უსუფაშვილმა მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეას 2015 წლის სხდომის თბილისში ჩატარება შეთავაზა

29 ივნისი, 2013 • • 1318
უსუფაშვილმა მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეას 2015 წლის სხდომის თბილისში ჩატარება შეთავაზა

“ეს არის 20 წლისთავი ამ ორგანიზაციის. ჩვენ ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას, რომელშიც ასახულია ის ღირებულებები, რასაც მართლამდიდებლური ქრისტიანული მოძღვრება საუკუნეების განმავლობაში გვასწავლის და ის, რაც თანამედროვე მსოფლიოში პოლიტიკურ დონეზე არის გასათვალისწინებელი”– განაცხადა უსუფაშვილმა . 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დელეგატებს საბერძნეთის პარლამენტის შენობაში სიტყვით მიმართა:

 

“მე მათ გავაცანი საქართველოში როგორ ვმუშაობთ სახელმწიფო და ეკლესია. როგორ ვცდილობთ ერთობლივად ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ერს და ჩვენ ჩვენი ფუნქცია შევასრულოთ წარმატებით. მე მივმართე ასამბლეას წინადებით, რომ 2015  წელს თბილისში ჩატარდეს საპარლამენტო ასამბლეის შემდეგი სხდომა, მე ამის თაობაზე მქონდა საუბარი საქარველოს  პატრიარქთან და მე მგონი, ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება იქნება საქართველოსთვის”. –განაცხადა მან. 

 

დავით უსუფაშვილმა საბერძნეთის ვიზიტის ფარგლებში სხვადასხვა დონის შეხვედრები გამართა, მათ შორის საბერძნეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი