ახალი ამბები

ალასანია : სააკაშვილმა წინა ხელისუფლებების დაწყებული საქმიანობის კონსოლიდაცია განახორციელა

29 ივნისი, 2013 • • 1054
ალასანია : სააკაშვილმა წინა ხელისუფლებების დაწყებული საქმიანობის კონსოლიდაცია განახორციელა

მინისტრმა კონფერენცია წარმატებულად შეაფასა და აღნიშნა, რომ მის ფარგლებში გამოცდილების და შეხედულებები გაზიარება ხდება, რის გარეშეც ვერც ერთი ქვეყანა საკუთარ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს და ვერ გადალახავს 21–ე საუკუნის გამოწვევებს. 

 

“ამ კონფერენციით კარგად ჩანს, თუ რამდენი გაკეთდა საქართველოში 20 წლის უძრაობის შემდეგ. მინდა აღვნიშნო, დღევანდელი საქართველოს ჩამოყალიბებაში ქვეყნის წინა ლიდერებს და ადმინისტრაციებს მნიშვნელოვანი როლი მიუძღვით. საქართველოს პირველა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დამოუკიდებლობა აღადგინა, მეორე პრეზიდენტმა საერთაშორისო ასპარეზზე გაიტანა ქვეყნის სახელი, სწორედ მან განაცხადა პირველად, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი. სააკაშვილმა წინა ხელისუფლებების მიერ დაწყებული საქმიანობების კონსოლიდაცია განახორციელა. ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები წინა მთავრობებისა და ადმინისტრაციების მიერ განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს გააგრძელებენ. დარწმუნებული ვარ, ოქტომბერში გამართული და მომავალში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩვნებით საქართველო დაამტკიცებს, რომ მსოფლიოს საიმედო პარტნიორია და უპირველეს ყოვლისა ასრულებს იმ დანაპირებს, რომელიც საკუთარ ხალხს მისცა”.– განაცხდა ალასანიამ 

 

მინისტრის თქმით, საქართველო ნატოსთან პარტნიორობით კიდევ უფრო გაძლიერდება და სწორედ ამიტომ შეაქვს საკუთარი წვლილი ნატო-ს მისიში და ზოგადად ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების სამიტში:

 

“ნატოს ეგიდით მიმდინარე მისიაში მონაწილეობით საქართველოს შეირაღებული ძალები მნიშვნელოვან საბრძოლო გამოცდილებას და პოლიტიკურ სტიმულს იღებენ, რომ გარკვეული წვლილი შევიტანოთ მსოფლიო უსაფრთხოების საქმეში. ამავე დროს მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფო მაშინ არის შემდგარი, როდესაც პიროვნებას საკუთარი აზრისა და პოზიციის თავისუფლად გამოთქმის საშუალება აქვს. ამ დღეებმა ნათლად აჩვენა, რომ მხარეებს ერთმანეთთან საუბარი და დისკუსიების გამართვა მშვიდად შეუძლიათ -ეს იმის ნიშანია, რომ საქართველოში პოლიტიკური კულტურა მაღალ დონეზე დგას. თუმცა, სრულყოფილებამდე ჯერ კიდევ შორსაა. ბედნიერი ვარ იმ ფაქტით, რომ ჩვენ გვყავს გამოცდილი პოლიტიკოსები და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ადამიანები რეგიონის მასშტაბით”.– განაცხადა მან.

 

თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონფერენციის დასკვნითი ნაწილი ISAF-ის მისიაზე მსჯელობით დაიწყო და შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობისა და საქართველოს დემოკრატიული განვითარების საკითხების განხილვით გაგრძელდა.

 

თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია წელს მერვედ ჩატარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი