ახალი ამბები

წულუკიანი: მთავრობა დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმზე კანონპროექტს ამზადებს

10 ნოემბერი, 2017 • 2201
წულუკიანი: მთავრობა დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმზე კანონპროექტს ამზადებს

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას აქვს პოლიტკური ნება, სამართალდამცავ უწყებაში ჩადენილი დანაშაულების გამოსაძებლად დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი შექმნას.

ეს განცხადება მინისტრმა 10 ნოემბერს, სტრასბურგში, დემოკრატიის მსოფლიო ფორუმის მიმდინარეობის დროს ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

“დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის შესახებ კანონპროექტი იუსტიციის სამინისტროს მიერ არის მომზადებული. ის გაზიარებულ იქნა კოლეგა უწყებებისათვის, რომელთაგან ზოგიერთმა წარმოადგინა პოზიციები. სხვებისგან ველოდებით შენიშვნებსა და გაუმჯობესების მიზნით გამოთქმულ აზრებს. როგორც კი კანონპროექტი მიიღებს საბოლოო ფორმას − ვინაიდან არსებობს თვით პრემიერ-მინისტრის დონეზე მაღალი რანგის პოლიტიკური ნება, რომ ამგვარი საგამოძიებო მექანიზმი შეიქმნას, იმედი მაქვს, რომ კანონპროექტიც გახდება კანონი. კანონპროექტის მთავარი არსი ისაა, რომ შეიქმნება საგამოძიებო მექანიზმი, რომელსაც არ ექნება საპროკურორო უფლებამოსილებები, მაგრამ ექნება ძალიან ძლიერი ინსტიტუციური მხარდაჭერა იმ მიზნისთვის, რომ გამოიძიოს პოლიციაში, ციხეებსა თუ სხვა ძალოვან სტრუქტურებში ჩადენილი შესაძლო დანაშაული, როდესაც საქმე ეხება პირთან არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას ან ამგვარი სასჯელის გამოყენებას,” − განაცხადა თეა წულუკიანმა. 

რამდენიმე წელია, არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ, რომ სამართალდამცავების მიერ ჩადეილი სავარაუდო დანაშაულების გამოსაძილებლად სახელმიწოფომ ქმედითი დამოუკიდებელი საგამოძიები მექანიზმი შექმნას. მათ ხელისუფლებას შესთავაზეს კანონპროექტიც, სადაც მექანიზმის ფუნქციები იყო გაწერილი. კერძოდ, ამ კანონპროექტის თანახმად, მექანიზმიუნდა იყოს მთავრობისგან და პროკურატურისგან დამოუკიდებელი და აღჭურვილი როგორც გამოძიების, ასევე სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლოში ბრალდების მხარდაჭერის ფუნქციით.

მასალების გადაბეჭდვის წესი