ახალი ამბები

საქართველო -კვიპროსის მატჩი გურამ კაშიას მონაწილეობით

10 ნოემბერი, 2017 • 3952
საქართველო -კვიპროსის მატჩი გურამ კაშიას მონაწილეობით

დღეს, 10 ნოემბერს, გორში საქართველოს ეროვნული ნაკრები ფეხბურთში კვიპროსს ეთამშება. ამ დროისთვის [18:52]ანგარიშია 1:0 საქართველოს სასარგებლოდ. მატჩში მონაწილეობს ფეხბურთელი გურამ კაშია, რომელიც ნაკრების ვიცეკაპიტანია. ბოლო რამდენიმე კვირაა კაშია ყურადღების ცენტრშია, რადგან ერედივიზიონის მატჩში “ვიტესის” კაპიტანი გუნდს ლგბტ დროშის სამკლაურით გაუძღვა.

შედეგად, ქართველი ფეხბურთელის წინააღმდეგ საზოგადოების ნაწილმა სოციალურ ქსელში ჰომოფობიური კამპანია წამოიწყო და მისი ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთა მოითხოვა. გურამს ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები, აქტივისტები, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლები და კოლეგები მხარდაჭერას უცხადებენ. ამის გამო მოძრაობამ “ქართული მარში” ფეხბურთის ფედერაციასთან აქციაც გამართა, კაშია არის პირველი ქართველი ფეხბურთელი, ვინც საჯაროდ გაბედა ლგბტ თემის მხარდაჭერა და განაცხადა, რომ ყველა ადამიანი თანასწორია.

დღესაც, გორში მობილიზებული იყო პოლიცია, თუმცა “ქართული მარშის” წარმომადგენლები გორში არ გამოჩენილან.

მასალების გადაბეჭდვის წესი