ახალი ამბებისამართალი

13 წლის გოგონასთან სქესობრივი კავშირისთვის ბრალდებულს რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

10 ნოემბერი, 2017 • 3123
13 წლის გოგონასთან სქესობრივი კავშირისთვის ბრალდებულს რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ზვიად მ-ს, რომელსაც ბრალად ედებოდა 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირი, მათ შორის გაუკუღმართებული ფორმით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით, ბრალდებულის მხრიდან 13 წლის გოგონასთან სქესობრივი კავშირს რამოდენიმეჯერ ჰქონდა ადგილი 2017 წლის 25 იანვრიდან  4 თებერვლის ჩათვლით პერიოდში.

“დახურულ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მისთვის დაზარალებულის ასაკი ცნობილი არ იყო. თუმცა, სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მათ შორის მოწმეთა გამოკითხვის ოქმებითა და Facebook მიმოწერის დათვალიერებისას დადასტურდა, რომ პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ბრალდებული, გრძნობებით მანიპულირებითა და თვითმკვლელობის მუქარით, ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენდა არასრულწლოვანზე”, – ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სასამართლოს ცნობით, დანაშაული მას შემდეგ გაიხსნა, როდესაც  გოგონამ  ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული აბების ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირთან  სექსუალური ურთიერთობის შესახებ დედას უამბო.

მასალების გადაბეჭდვის წესი