ახალი ამბები

დამკვირვებლის სექსუალურ შევიწროებაზე საჩივარი საოლოქო კომისიამ არ განიხილა

10 ნოემბერი, 2017 • 1448
დამკვირვებლის სექსუალურ შევიწროებაზე საჩივარი საოლოქო კომისიამ არ განიხილა

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” დამკვირვებლის მიმართ სექსუალური შევიწროების თაობაზე საჩივარი საოლქო კომისიამ არ განიხილა.

ორგანიზაციის ხელმძღვანლის, მიხეილ ბენიძის განცხადებით, კომისიამ განაცხადა, რომ სექსუალური შევიწროება არ იყო მათი განხილვის საგანი.

“სამართლიანმა არჩევნებმა” საოლქო კომისიას საჩივრით მიმართა, რომ კომისიის ერთ-ერთი წევრის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი განეხილა, რადგან მისი ქმედება არ აკმაყოფილებდა კომისიის წევრის ეთიკურ მოთხოვნებს.

“საოლქო კომისიამ განაცხადა, რომ ეს არ იყო მისი განხილვის სფერო. ჩვენ შევიტანეთ სასამართლოში სარჩელი, სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა, გააუქმა ფოთის საოლქო კომისიის მიღებული გადაწვეტილება, თუმცა თავად შევიდა სექსუალური შევიწროების დეტალების შესწავლაში”, – განაცხადა მიხელ ბენიძემ.

ბენიძის თქმით, სასამართლოში ვერ დადასტურდა სექსუალური შევიწროების ფაქტი, ყველა მოწმე უარყოფდა დამკვირვებელზე საუბნო კომისიის წევრის მხრიდან სექსუალურ შევიწროებას.

“ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, როგორი რთული არის სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ქალებისთვის დაამტკიცონ სიმართლე.”, – ამბობს ბენიძე.

ბენიძემ განაცხადა, რომ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ყურადღება უნდა გაამახვილოს სექსუალური შევიწროების საკითხებზეც საარჩევნო პროცესში ჩართული ათი ათასობით პირის გადამზადებისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი