ნინო გვენეტაძემ 34 მოსამართლის უვადოდ დანიშვნას ხელი მოაწერა

უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ, 34 მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ გამწესებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს უზენაესი სასამართლო ავრცელებს.

დახურულ შეხვედრას, რომელიც დღეს უზენაეს სასამართლოში გაიმართა, თანამდებობაზე უვადოდ გამწესებული და ის მოსამართლეები ესწრებოდნენ, რომელთა უვადო გამწესებაც არ მოხდა.

“ დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო მოსამართლეთა თანამდებობაზე უვადოდ გამწესების წესთან დაკავშირებული ორგანული კანონის,  794-ე მუხლის შესაბამისი დებულების თაობაზე მოსაზრებების მოსმენა და ერთიანი პოზიციის შემუშავება,” – იუწყება უზენაესი სასამართლო.

უზენაესი სასამართლოს განცხადების მიხედვით, საბჭოს მომდევნო  სხდომებზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსამართლეებისა და დაინტერესებული საზოგადოების ინფორმირება მოხდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან