ანონსი – 10 ნოემბერი

გთავაზობთ, 10 ნოემბერს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:


10:45 – შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო კლინიკების ხელმძღვანელ პირებს შეხვდება. თემა: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმდინარეობა. მისამართი: აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, თბილისი (ჯანდაცვის სამინისტროს
ეროვნული სასწავლო ცენტრი)


11:00 – სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ შეაფასებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო გარემოს. მისამართი: საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ (თავისუფლების მოედანი, შალვა დადიანის 2/1)


14:00 – ბაზალეთის დასასვენებლ კომპლექსში  ევროპული საქართველოს პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება


14:00 – თბილისის მერი დავით ნარმანია სამწლიან ანგარიშს წარადგენს. მისამართი: „ექსპო ჯორჯია“, მე-3 პავილიონი


15:00 – საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტში. პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი


15.00  ჭოველიძის ქ. # 7-ში ( სასტუმრო რუმსის“ მოპირდაპირე მხარეს)  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისსამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისდა განვითარების პროგრამა ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში,  გამართავენ ერთობლივ შეხვედრას ბიზნესსაკონსულტაციო კომპანიებთან


16:00 – სათემო ორგანიზაცია ახალ ვექტორსა და ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავდებათა ეროვნულ ცენტრს შორის ფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მისამართი: გიორგი მარუაშვილის ქუჩა, N50


16:00 – საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა. თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)


20:00 – Forbes–ის 100 წლის საიუბილეო საღამო თბილისის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი