ახალი ამბები

ნარმანია: ჩემი მერად ყოფნის დროს იმაზე მეტი ხე დაირგო, ვიდრე ბოლო 30 წელში

9 ნოემბერი, 2017 • 1795
ნარმანია: ჩემი მერად ყოფნის დროს იმაზე მეტი ხე დაირგო, ვიდრე ბოლო 30 წელში

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ მერად ყოფნის პერიოდში თბილისში 700 000-ზე მეტი ხე დაირგო.

“700 000-ზე მეტი ხე-მცენარე დაირგო ამ სამი წლის განმავლიბაში, რომელიც ქალაქის გამწვანებისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ სამი წლის განმავლობაში დარგული ხეების რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში დარგული ხეების რაოდენობა”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

მერის თქმით, სამი წლის განმავლობაში მოეწყო 196 ახალი სკვერი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 463-ს.

“12 870 ახალი ნაგავშემკრები კონტეინერი შეიძინეს და ჩაანაცვლეს თბილისის ეკოლოგიური და სანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

დღეს, 9 ნოემბერს, ნარმანიამ თბილისის მთავრობის ბოლო სხდომა გამართა, სადაც მერად მუშაობის 3 წლისა და სამი თვის პერიოდი შეაჯამა.

მასალების გადაბეჭდვის წესი